ბორასებრნი
ბორასებრნი,[1] ბორები (ლათ. Oestridae) — მწერების ოჯახი ორფრთიანების რიგისა. მატლის სტადიაში ძუძუმწოვართა ენდოპარაზიტები არიან. ცნობილია 4 ქვეოჯახი: კანის ბორასებრნი (Hypodermatinae), კუჭის ბორასებრნი (Gasterophilinae), ცხვირხახის ბორასებრნი (Oestrinae) და ამერიკული კანის ბორასებრნი (Cuterebrinae).[2] სხეულის სიგრძე 9-დან 20 მმ-მდეა, დაფარულია ბეწვით ან შიშველია, ხშირად კონტრასტულადაა შეფერილი. პირის აპარატი როგორც წესი თითქმის მთლიანად ატროფირებულია, მხოლოდ ზოგიერთ სახეობას აქვს შენარჩუნებული რუდიმენტული ხორთუმი. ზრდასრული ბორები არ იკვებებიან. სითბოსა და სიმშრალის მოყვარულები არიან. ცხოვრობენ რამდენიმე დღიდან 1 თვემდე. მატლებს, როგორც ყველა ორფრთიანის შემთხვევაში, არ აქვთ ფეხები, თავის კაფსულა საერთოდ არ გააჩნიათ. სხეული ჩვეულებრივ მოთეთროა, მუქი ეკლები განლაგებულია სწორ რიგებად და უპირატესად მუცლის მხარეს არის მოქცეული.[3]
ბორასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Cephenemyia stimulator | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Oestridae (Leach, 1815) | ||||||||||||
ქვეოჯახები | ||||||||||||
|
სასოფლო-სამეურნეო ცხოველებზე ბორების პარაზიტობას სერიოზული ზიანი მოაქვს მეცხოველეობისათვის. ყველა ოჯახის წარმომადგენლები არიან რეგისტირებული როგორც ადამიანის შემთხვევითი პარაზიტები. ბორას მატლით ადამიანის დასნებოვნებას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს, მაგალითად მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Oestridae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ Bot Flies (Family Oestridae) en. iNaturalist. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2023
- ↑ 3.0 3.1 Фарафонова Г. В. Оводы // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 630.