ბორეადები
ბორეადები — ქარის ღმერთის ბორეასისა და ორითიას ფრთოსანი შვილები – ძეტე და კალაისი, უშიშარი და სწრაფი გმირები, არგონავტები, რომელთაც თავიანთი სიძე, ბრმა მეფე ფინევსი იხსნეს მტაცებელი ჰარპიებისაგან, სანოვაგეს რომ უსანსლავდნენ: სდიეს, დაეწივნენ და მოკლეს ან ღმერთების გადაწყვეტილების თანახმად გაუშვეს იმ პირობით, რომ ფინევსს აღარ შეაწუხებდნენ. გვიანდელი ვერსიით, ძმები კუნძულ ტენოსზე მოკლა ჰერაკლემ იმის გამო, რომ არგონავტებს მისი ტყეში დატოვება ურჩიეს და კოლხეთში მოლაშქრე გმირებს ჩამოაცილეს, როდესაც დაკარგულ ჰილასს ეძებდა. სხვა ვერსიით ბორეადები ვერ დაეწივნენ ჰარპიებს და დაიღუპნენ, რადგან ასეთი იყო განგების გადაწყვეტილება. მაშინ ისინი ვერ მოხვდებოდნენ კოლხეთში, მაგრამ ამას გადაჭრით უარყოფს მთავარი წყარო – როდოსელის „არონავტიკის“ შინაარსი.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 104, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: