ბოლცანოს პროვინცია

(გადამისამართდა გვერდიდან ბოლცანოს ავტონომიური პროვინცია)

ბოლცანოს პროვინცია (ოფიციალურად ბოლცანო-ალტო-ადიჯეს ავტონომიური პროვინცია იტალ. Provincia autonoma di Bolzano – Alto Adige, გერმ. Südtirol სამხრეთი ტიროლი) — იტალიის ავტონომიური პროვინცია. სამხრეთ ტიროლი ტრენტოს პროვინციასთან ერთად ქმნის ტრენტინო-ალტო-ადიჯეს ავტონომიურ რეგიონს. მისი დედაქალაქია ბოლცანო, დიდი ქალაქებია (20 ათასზე მეტი მოსახლეობით) მერანო, ბრესანონე, ბრუნეკი.

ადმინისტრაციული ერთეული
ბოლცანოს პროვინცია
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-lld" does not exist
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი ბოლცანო
შიდა დაყოფა Aldein, Andrian, Altrei, Eppan an der Weinstraße, Hafling, Badia, Barbian, ბოლცანო, Prags, Brenner, ბრესანონე, Bronzolo, Bruneck, Kuens, Kaltern an der Weinstraße, Sand in Taufers, Freienfeld, Kastelbell-Tschars, Kastelruth, Tscherms, Kiens, Klausen, Karneid, Kurtatsch an der Weinstraße, Kurtinig an der Weinstraße, Corvara in Badia, Graun im Vinschgau, Toblach, Neumarkt, Pfalzen, Völs am Schlern, Franzensfeste, Villnöß, Gais, Gargazon, Glurns, La Val, Latsch, Algund, Lajen, Laives, Lana, Laas, Laurein, Lüsen, Margreid an der Weinstraße, Mals, Mareo, Marling, Martell, Mölten, Merano, Welsberg-Taisten, Montan an der Weinstraße, Moos in Passeier, Nals, Naturns, Natz-Schabs, Welschnofen, Deutschnofen, Auer, Urtijëi, Partschins, Percha, Plaus, Waidbruck, Burgstall, Prad am Stilfserjoch, Prettau, Proveis, Ratschings, Rasen-Antholz, Ritten, Riffian, Mühlbach, Rodeneck, Salorno sulla Strada del Vino, ინიხენი, Jenesien, Sankt Leonhard in Passeier, San Lorenzo di Sebato, San Martin de Tor, St. Martin in Passeier, Sankt Pankraz, Santa Cristina - Gherdëina, Sarntal, Schenna, Mühlwald, Sëlva, Unsere Liebe Frau im Walde-St. Felix, Schnals, Sexten, Silandro, Sluderno, Stelvio, Terento, Terlano, Termeno sulla Strada del Vino, Tesimo, Tires, Tirolo, Trodena nel parco naturale, Tubre, Ultimo, Vadena, Val di Vizze, Valdaora, Valle Aurina, Valle di Casies, Vandoies, Varna, Velturno, Verano, Villabassa, Villandro და Vipiteno
კოორდინატები 46°30′00″ ჩ. გ. 11°20′00″ ა. გ. / 46.50000° ჩ. გ. 11.33333° ა. გ. / 46.50000; 11.33333
მმართველი Arno Kompatscher
დაარსდა 1948
ფართობი 7400.43 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა იტალიური ენა, გერმანული ენა და ლადინური ენა
მოსახლეობა 531 178 (31 დეკემბერი, 2018)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0472, 0473, 0474, 0463 და 0471
საფოსტო ინდექსი 39100 და 39010–39059
საავტომობილო კოდი BZ
ოფიციალური საიტი https://home.provinz.bz.it/
ბოლცანოს პროვინცია — იტალია
ბოლცანოს პროვინცია

დღესდღეობით სამხრეთ ტიროლი ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია, სადაც მოსახლეობა სრულადაა დასაქმებული, ყვავის ტურიზმი და განთავსებულია ცნობილი საერთაშორისო კომპანიები. ეს დიდწილად განპირობებულია პროვინციის უნიკალური ავტონომიური სტატუსით. ავტონომიური სტატუსი დაფიქსირებულია იტალიის კონსტიტუციაში. პროვინციას მინიჭებული აქვს ფართო ადმინისტრაციული და საკანონმდებლო უფლებამოსილებები, რაც მოიცავს კულტურას, მიწათსარგებლობას, განათლებას და ეკონომიკურ პოლიტიკას. სამხრეთ ტიროლის ავტონომია მსოფლიოში ერთ-ერთ სამაგალითო მოდელად მიიჩნევა.

გეოგრაფია

რედაქტირება

სამხრეთ ტიროლი იტალიის პროვინციებს შორის ტერიტორიის მიხედვით უდიდესია მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში, ბრენერის უღელტეხილის სამხრეთით, მეტწილად მთიან ტერიტორიაზე. უმაღლესი წერტილია მთა ორტლერი. პროვინციის ტერიტორიაზე ალპების ყველაზე თბილი ტბა კალტერი. პროვინციაშია ასევე კარერზეესა და ბრაესის ტბები. პროვინციის აღმოსავლეთი უჭირავს დოლომიტის ალპებს, რომელიც, 2009 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.

შუა საუკუნეებში სამხრეთ ტიროლი შედიოდა ტიროლის ისტორიულ რეგიონში, რომელიც საღვთო რომის იმპერიის ნაწილი იყო. ის წარმოადგენდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ადგილს. XVIII საუკუნის ბოლოს ქალაქი ბოლცანო მნიშვნელოვანი სავაჭრო დასახლება იყო. 1810 წელს სამხრეთ ტიროლი და ტრენტინოს რეგიონი გადავიდა იტალიის სამეფოს ხელში. 3 წლის შემდეგ, 1813 წელს ავსტრიის იმპერიამ უკან დაიბრუნა ტიროლი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1919 წელს, იტალიამ მოახდინა სამხრეთ ტიროლის ანექსია და უწოდა მას ბოლცანო.

1922 წელს იტალიაში ფაშიზმის გამარჯვების შემდეგ დაიწყო სამხრეთ ტიროლის გერმანულენოვანი მოსახლეობის რეპრესიები. მათ აიძულებდნენ ასიმილაციას, ან ნაცისტურ გერმანიაში გადასახლებას. 1943 წელს სამხრეთ ტიროლის მოსახლეობის 25% ავსტრიაში გადასახლდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიამ სამხრეთ ტიროლს შესთავაზა ფართო თვითმმართველობა და გერმანულენოვანი უმრავლესობისთვის თანაბარი უფლებები, თუმცა დაპირების აღსრულება ნელა მიმდინარეობდა და პრობლემის გადაჭრაში გაერო ჩაერთო. ამავდოულად, 1950-იან და 1960-იან წლებში სწრაფად განვითარდა პროვინციის ეკონომიკა, ძირითადად, მრეწველობის ხარჯზე, და მას „იტალიის სასწაული“ უწოდეს. 1972 წელს პროვინციას ახალი, ფართო ავტონომია მიენიჭა. 1970-იან წლებში დაიწყო მრეწველობის სექტორის დაღმასვლა, მაგრამ ის ჩაანაცვლა მომსახურების სფეროს და ტურიზმის განვითარებამ.

2007 წლიდან ბრენერის უღელტეხილის ქვეშ იტალიის ავსტრიისა და ევროკავშირის დაფინანსებით შენდება იტალიისა და ავსტრიის დამაკავშირებელი 64 კმ. სიგრძის გვირაბი Brenner Base Tunnel, რომელიც მსოფლიოში უგრძესი სარკინიგზო გვირაბი იქნება.

დემოგრაფია

რედაქტირება

სამხრეთ ტიროის მოსახლეობა მზარდია, რაც განპირობებულია სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდით და იმიგრაციით. ძირითადად დასახლებულია მდინარეების ადიჯეს, რიენცის და ისარკოს ხეობები.

სამხრეთ ტიროლი მრავალენოვანი პროვინციაა, სადაც მოსახლეობის 69,1% გერმანულენოვანია, 26,4% იტალიური, ხოლო 4,5% ლადინურად საუბრობს. იტალიურენოვანი მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქებში (ბოლცანო, მერანო, ბრესანონე) ცხოვრობს. ლადინები ძირითადად ცხოვრობენ ვალ-გარდენას და ვალ-ბადიას ხეობებში. მოსახლეობის 8,7% უცხოელია.

სამხრეთ ტიროლში, გარდა იტალიურისა, ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ასევე გერმანულ ენას. პროპორციული ეთნიკური წარმომადგენლობის სისტემა უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებს გერმანულ, იტალიურ და ლადინზე მოლაპარაკე მოსახლეობის თანაბარ წვდომას საჯარო დაწესებულებებში სამუშაო ადგილებზე.

სამხრეთ ტიროლის მოსახლეობა 1880 წლიდან 2001 წლამდე.
ენა 1880 1890 1900 1910 1921 1961 1971 1981 1991 2001
გერმანული 90,6 % 89,0 % 88,8 % 89,0 % 75,9 % 62,2 % 62,9 % 64,9 % 65,3 % 64,0 %
იტალიური 3,4 % 4,5% 4,0% 2,9% 10,6% 34,3% 33,3% 28,7% 26,5% 24,5%
ლადინური 4,3% 4,3% 4,0% 3,8% 3,9% 3,4% 3,7% 4,1% 4,2% 4,0%
სხვა 1,7% 2,3% 3,2% 4,3% 9,6% 0,1% 0,1% 2,2% 4,0% 7,4%

სამხრეთ ტიროლელთა იდენტობა

რედაქტირება
 
სამხრეთი ტიროლი არ არის იტალია, ბანერი ავსტრია-იტალიის საზღვარზე

ბოლცანოს ისტორიული, კულტურული და ენობრივი კავშირი მჭიდროა ავსტრიასთან. გერმანულენოვანი მოსახლეობა თავს ავსტრიელად მიიჩნევს. ბოლცანოს მკვიდრი მოსახლეობა თავს ავსტრიელ ერის ნაწილად მიიჩნევს. სამხრეთ ტიროლელები არიან ავსტრიული უმცირესობა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს.

ბოლცანოს ყველაზე ძლიერი პარტიის (SVP) მთავარი დევიზი შემდეგნაირადაა ფორმულირებული: „გერმანულენოვან მოსახლეობას პრეტენზია აქვს სულიერად და კულტურულად ავსტრიას ეკუთვნოდეს“. 2008 წელს, იტალიის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის, SVP-ს საარჩევნო პროგრამაში სამხრეთი ტიროლი უცხოეროვან სახელმწიფოდ არის მოიხსენიებული.
მწვანეთა პარტიის წამომადგენლის და ევროპარლამენტარის ზეპ კუსტაჩერის თქმით, ბოლცანოს მკვიდრნი (სამხრეთ ტიროლელები) ავსტრიელები არიან. იტალიის მთავრობამ ბოლცანოში, დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის მიზნით იტალიელი მოსახლეობის ჩასახლება დაიწყო, რის შედეგაც იტალიელთა რიცხვმა თითქმის 1,3-ს მიაღწია.

Prontuario dei nomi locali dell'Alto Adige, სამხრეთ ტიროლის ადგილობრივი დასახლებების დასახელებების წიგნაკი, რომელიც 1916 წელს Reale Società Geografica Italiana–ში გამოქვეყნდა, რის მიზანსაც სამხრეთ ტიროლის დასახლებებისათვის გერმანული და ლადინური სახელების გადარქმვა წარმოადგენდა. ეს იყო გამიზნული ქმედება იტალიის ფაშისტური პოლიტიკისა, რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთი ტიროლის იტალიანიზაციას. უნდა დამტკიცებულიყო სამხრეთი ტიროლის იტალიურობა, რომ ის მხოლოდ მცირე ხნით იყო გერმანული, ავსტრიის ისტორიის ნაწილი. ეს პროცესი 1890 წელს დაიწყო, რომელიც ეტორე ტოლომეის სახელს უკავშირდება. 1916 წელს, ერთი წლის შემდეგ, რაც იტალია პირველი მსოფლიო ომში ჩაერთო, შეიქმნა სპეციალური კომისია ეტორე ტოლომეის ხელმძღვანელობით, (მასში აქტიურად მონაწილეობდნენ აგრეთვე პროფესორი ეტორე დე ტონი და ბიბლიოთეკარი ვიტორიო ბარონჩელი), რომელთაც მომავალში მიწებისათვის სახელები უნდა შეეცვალა. 40 დღის განმავლობაში კომისიამ დაახლოებით 12 000 გერმანულენოვან დასახელებას მოუძებნა იტალიური სახელები. 1923 წელს, მას შემდეგ, რაც იტალიამ სამხრეთ ტიროლის ანექსია მოახდინა, სამეფო ბრძანებით მოხდა იტალიური დასახელებების დაკანონება. გერმანული სახელების გამოყენება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰახდა შესაძლებელი, თუმცა სამხრეთ ტიროლის დასახლებების იტალიანიზირებული სახელწოდებებით მოხსენიება დღემდე გრძელდება.

იტალიანიზაციის მაგალითები
გერმანული სახელი იტალიური ვარიანტი
Bozen Bolzano
Meran Merano
Sterzing Vipitenum
Brenner Brennero
Moos Moso
Grünsee Lago Verde
Gossensaß Colle Isarco

ბოლცანოს პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკეა.

პოლიტიკა

რედაქტირება

პროვინციის კომპეტენციაშია გზები, ტრანსპორტი, სკოლები, გადასახადები, ენერგეტიკა პროვინციას ასევე მინიჭებული აქვს ფართო უფლებამოსილებები კულტურის, მიწათსარგებლობის და ეკონომიკურ პოლიტიკის სფეროში.

მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული სამხრეთ ტიროლის მმართველი პარტია არის სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტია (SVP ― Südtiroler Volkspartei), რომელიც გერმანულენოვან და ლადინურენოვან მოსახლეობას წარმოადგენს. „სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტია“ არმოადგენს პროვინციას იტალიისა და ევროპის პარლამენტებში. გერმანულენოვანი პარტიებია „სამხრეთ ტიროლელთა თავისუფლება“ და „დამოუკიდებლები“. სამივეენოვან მოსახლეობას წარმოადგენენ „მწვანეები“. 1948 წლიდან მოყოლებული SVP-ს წარმომადგენლები იკავებენ პროვინციის გუბერნატორის პოსტს. ბოლცანოს პროვინციის პარლამენტში 35 პარლამენტარია,რომლებიც ყოველ 5 წელში ერთხელ აირჩევიან. ბოლო არჩევნები 2023 წლის 22 ოქტომბერს ჩატარდა და პირველ ადგილზე გავიდა SVP, რომელმაც ხმათა 34,53% და 13 მანდატი მიიღო.

ადმინისტრაციული მოწყობა

რედაქტირება

პროვინცია იყოფა 116 კომუნად. პუსტერის ხეობის კომუნები გაერთიანებულია ამავე დასახელების რაიონში, რომელიც პროვინციის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს. სულ პრვინციაში 8 რაიონია. დანარჩენი რაიონებია ფინშგაუ, რეშენი, უნტერლანდი და სხვები.

ეკონომიკა

რედაქტირება
 
 
როზენგარტენი

სამხრეთ ტიროლი იტალიის უმდიდრესი და ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი პროვინციაა, ის სხვა პროვინციებს შორის გამოირჩევა ყველაზე მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე €54 500, ასევე უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონით (3,3%). 2007 წლის მონაცემებით ბოლცანოს მოსახლეობის მხოლოდ 2,4% იყო უმუშევარი (2,0% მამაკაცთა შორის; 3,0% ქალთა შორის.

სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებისთვის 80,5 ხოლო ქალებისთვის 85,8 წელს შეადგენს და იტალიის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. სამხრეთ ტიროლში სხვა პროვინციებთან შედარებით დანაშაულის ნაკლები და შობადობის მაღალი დონეა.

ბოლცანოს ეკონომიკაში ცენტრალურ როლს თამაშობს ტურიზმი. წელიწადში 6 მილიონი ტურისტით ის ალპების წამყვანი ტურისტული მხარეა. ვიზიტების დაახლოებით ნახევარი გერმანიიდან, ხოლო დაახლოებით მესამედი იტალიის სხვა პროვინციებიდან ხორციელდება. შემდეგ მოდიან შვეიცარია და ავსტრია. პროვინციის ყოველი მეექვსე მცხოვრები ტურიზმშია დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში მეტი ვიზიტი ხორციელდება, უფრო შემოსავლიანი ზამთრის ტურიზმია. ბოლცანოს კურორტები განსაკუთრებით ცნობილია ზამთრის სპორტული ცენტრების გამო. მათ შორის უდიდესია დოლომიტი სუპერსკი, ასევე მნიშვნელოვანი კურორტიებია ტობლახი, საიზერ ალმიბოლცანოში ყოველწლიურად ტარდება შეჯიბრები ბიატლონში, თხილამურებით შეჯიბრებაში, ბობსლეიში, სკელეტონში და ა.შ. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 1000 კმ-ს აღემატება.

წვრილი მანუფაქტურა და მრეწველობა ქმნიან პროვინციის მშპ-ის 15,4%-ს. წვრილ მანუფაქტურაში დასაქმებულია დაახლოებით 44000 ადამიანი, ხოლო მრეწველობაში დაახლოებით 33000. პროვინვიაში მდებარეობს არაერთი საერთაშორისო კომპანიის იტალიური ფილიალი, მაგალითად Doppelmayr (ლანა), Julius Meinl და სხვები.

მშპ-ის 4,1% წილი მოდის სოფლის მეურნეობაზე, რომელშიც დასაქმებულია მუშახელის 6,1%. სოფლის მეურნეობაში წამყვანი დარგებია მეხილეობა, მერძევეობა და მევენახეობა. სამხრეთ ტიროლი ევროპაში ვაშლის წარმოების უმსხვილესი ცენტრია, ის აწარმოებს წელიწადში მილიონ ტონა ვაშლს, რისი ნახევარიც მოიხმარება შიდა ბაზარზე, ხოლო ნახევარი საექპორტო პროდუქტია. ვაშლის ექსპორტის უდიდესი წილი მოდის გერმანიაზე. სამხრეთ ტიროლი აკმაყოფილებს ევროპის ვაშლის მოხმარების 10%-ს. გავრცელებული სახეობებია რედ დელიშესი და გოლდენ დელიშესი. სამხრეთ ტიროლზე მოდის იტალიის რძის წარმოების 3,3%. პროვინცია ასევე აწარმოებს იოგურტს. სამხრეთ ტიროლი იტალიის ყველაზე პატარა მევენახოების რეგიონია. წარმოებული ღვინის 1/3 გადის ექსპორტზე. 1976 წლიდან პროვინციას გააჩნია საკუთარი სავაჭრო მარკა, რომელიც ევროკავშირმა აღიარა 2005 წლიდან.

პროვინციაში მდებარეობს ბოზენ-ბოლცანოს თავისუფალი უნივერსიტეტი და კვლევითი ინსტიტუტი Eurac Research. PISA-ს კვლევების მიხედვით სამხრეთ ტიროლი ევროპის საუკეთესო რეგიონებს შორის შედის. სამხრეთ ტიროლის სტუდენტების დაახლოებით 40% აბარებს ავსტრიის, 30% იტალიის უნივერსიტეტებში, ხოლო 20% ბოლცანოს თავისუფალ უნივერსიტეტში.

მთავარი სატრანსპორტო არტერიებია საავტომობილო მაგისტრალი A22, რომლითაც პროვინცია უკავშირდება ლომბარდიას, ვენეტოს და ემილია-რომანიას, ასევე მიუნხენი-ბოლცანო-ვერონას სარკინიგზო ხაზი და ბოლცანოს აეროპორტი.

ბოლცანოში მოქმედებს 230-მდე გერმანულ და იტალიურენოვანი სახალხო თეატრები. 2008 წელს გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. 1882 წლიდან გამოდის გერმანულენოვანი გაზეთი Dolomiten. პროვინცია ყოველწლიურად მასპინძლობს ათამდე სახელოვნებო ფესტივალს.

მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლებია სიგმუნდსკრონის და ტიროლის ციხეები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება