ბოლორქიანები (ლათ. Siricidae) — მწერების ოჯახი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. შეიცავს 200-ზე მეტ სახეობას, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული. ბოლორქიანები დიდი (50 მმ) ზომის მწერებია. აქვთ გრძელი ცილინდრული მუცელი, რომელიც მკვრივი კვერცხსადებით ბოლოვდება. ბოლორქიანების განვითარება 1-დან 2 წლამდე გრძელდება. დედალი კვერცხსადებით ბურღავს მერქანს და შიგ დებს კვერცხებს. გამოჩეკილი მატლები, რომელთაც მუცლის ბოლოზე ეკალი აქვთ, აკეთებენ ღეროს ცენტრისაკენ მიმართულ სავალს. განვითარების დამთავრებისას მატლი ღეროს ზედაპირისაკენ გადაინაცვლებს და აქ ჭუპრდება. პარკს ბოლორქიანები არ ახვევენ. ჭუპრიდან გამოსული ზრდასრული მწერი თვითონ ღრღნის გამოსაფრენ ხვრელს (შეუძლია გაღრღმას რბილი ლითონებიც). ბოლორქიანების დედალს კვერცხსადების ფუძესთან აქვს "ჩანთა" ანუ "ჯიბე", სადაც ხის წითლი სიდამპლის სოკოს სპორებია დაგროვილი. კვერცხებთან ერთად ბოლორქიანების დედალი სავალში უშვებს სოკოს სპორებს, რომლებიც მერქანში სავალის კედლის წითელ სიდამპლეს იწვევენ.

ბოლორქიანები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Siricidae

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 2, გვ. 456, თბ., 1977