ბოლოკა (ლათ. Rapistrum) — ერთ-, ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. აქვს 60-100 სმ სიმაღლის დატოტვილი ღერო.

ბოლოკა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rapistrum

ევროპასა და აზიაში 3 სახეობაა ცნობილი. საქართველოში გვხვდება ლათ. Rapistrum rugosum. ბოლოკა იზრდება მშრალ ფერდობებსა და გორაკებზე, დანაგვიანებულ ადგილებსა და გზის პირებზე. სარეველად გვხვდება ზეთოვანი კულტურების, ფეტვისა და პურეულის ნათესებში. შეიცავს გლუკოზიდებს. ბრძოლის ღონისძიებანი: სათესლე მასალის გაწმენდა, შავი ანეული, ნაწვერალის აოშვა, თესლის იძულებითი გაღივება და შემდეგ ღრმა ხვნა, მარგვლა და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება