ბოგდან შერშუნი (უკრ. Шершун Богдан Миколайович; დ. 14 მაისი, 1981, ხმელნიცკი) — უკრაინელი ფეხბურთელი, პოზიციით ცენტრალური მცველი. 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა თბილისის „დინამოს“,[1] თუმცა მწვრთნელის გადაწყვეტილებით გუნდში არ დარჩენილა.

ბოგდან შერშუნი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ბოგდან შერშუნი
დაბადების
თარიღი
14 მაისი, 1981 (1981-05-14) (42 წლის)
დაბადების
ადგილი
ხმელნიცკი, უკრაინის სსრ
სიმაღლე 1.92 მ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1997–2002 დნიპრო დნეპროპეტროვსკი 52 (0)
1997–2001 დნიპრო-2 დნეპროპეტროვსკი 40 (2)
2000–2001 დნიპრო-3 დნეპროპეტროვსკი 8 (0)
2002–2005 ცსკა მოსკოვი 76 (2)
2005–2010 დნიპრო დნეპროპეტროვსკი 79 (4)
2009–2010არსენალი კიევი (იჯარით) 25 (0)
2010–2012 არსენალი კიევი 17 (0)
2012კრივბასი (იჯარით) 10 (0)
2012-2013 კრივბასი 8 (1)
2013-2014 ვოლინი ლუცკი 21 (1)
ეროვნული ნაკრები
2000–2003 უკრაინა 21 წლ. 25 (1)
2003-2006 უკრაინა 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

შერშუნი დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ აღზრდილია. მთავარ გუნდში გადაივდა 1997 წელს, პარალელურად იყო დუბლშემადგენლობის წევრი. მისი დებიუტი ჩემპიონატში შედგა 17 წლის ასაკში, 1997 წლის 5 ოქტომბერს დონეცკის „მეტალურგის“ წინააღმდეგ, რომელიც დნეპროპეტროვსკელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა, შერშუნი თამაშში უკანასკნელ წუთზე ჩაერთო. პრემიერ ლიგის 2000-01 წლების სეზონში „დნიპროსთან“ ერთად მესამე ადგილის დაკავება შეძლო, ბოლო 4 წლის განმავლობაში კლუბი პირველად გავიდა ევროტურნირებზე. 2001 წლის 20 სექტემბერს შედგა მისი დებიუტი უეფა-ს ევროპის ლიგაზე, პირველი მატჩი იტალიური „ფიორენტინას“ წინააღმდეგ 0-0 დასრულდა,[2] ხოლო განმეორბით მატჩში „დნიპრო“ 2-1 დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას,[3] ორივე მატჩში შერშუნმა შეუცვლელად ითამაშა.

2001-02 წლების სეზონის პირველი ნახევრის დამთავრების შემდეგ, 2002 წლის დასაწყისში კონტრაქტი გააფორმა მოსკოვის „ცსკა“-სთან. მისი დებიუტი შედგა 2002 წლის 23 მარტს მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ. პირველი გოლი გაიტანა 2002 წლის 6 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ კარში. სულ „ცსკა“-ს მაისურით რუსეთის ჩემპიონატის, თასის და ევროტურნირების გათვალისწინებით 81 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო. 2-ჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ერთხელ სუპერთასის გამარჯვებული, ასევე „ცსკა“-სთან ერთად მოიგო 2005 წლის უეფა-ს თასის გათამაშება და ითამაშა ამავე წლის უეფა-ს სუპერთასის ფინალში.

2005 წლის ზაფხულში დაბრუნდა „დნიპროში“,[4] სადაც ეგრევე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. 2008 წლის შემოდგომაზე მთავარ მწვრთნელად ვლადიმერ ბეზსონოვის დანიშვნის შემდეგ შერშუნმა დაკარგა ადგილი ძირითადში და 2009 წელს იჯარის წესით გადავიდა კიევის „არსენალში“, 2010 წლის 21 ივლისს „არსენალთან“ 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.[5] 2012 წლის ზაფხულში გადავიდა კრივოი-როგის „კრივბასში“,[6] სადაც 4 ნომრიანი მაისურით თამაშობდა. 2013 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა ლუცკის „ვოლინს“.[7] 2014 წლის ივნისიდან თბილისის „დინამოში“ ჩაირიცხა, თუმცა გუნდი შეკრების დასრულებისთანავე დატოვა.

სანაკრებო რედაქტირება

ნათამაშები აქვს უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, რომლებთან ერთადაც იყო ევროპის 16 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის მონაწილე 1997 და 1998 წლებში, 2000 წელს კი უეფა-ს ევროპის 18 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ფინალისტი.

უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 2001 წელს მიაღწია მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალამდე.

ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2003 წლის 11 ოქტომბერს, მაკედონიის წინააღმდეგ, მატჩი ფრედ (0-0) დასრულდა. 2003-2006 წლებში შერშუნმა მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში, შემდეგ კი სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ტიტულები რედაქტირება

გუნდური რედაქტირება

ცსკა მოსკოვი
უკრაინა

ინდივიდუალური რედაქტირება

  • უკრაინის 33 საუკეთესო ფეხბურთელი (მე-3 ადგილი): 2007

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება