ბობა ფეტი (ინგლ. Boba Fett; /ˌbbə ˈfɛt/) — გამოგონილი პერსონაჟი, თავებზე მონადირე „ვარსკვლავური ომების“ სამყაროში,[1] კოსმოსური ხომალდ „მონა I“-ის პილოტი. „ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევაში“ (1980) დართ ვეიდერმა იგი ჰან სოლოს დასაჭერად დაიქირავა. ბობა ფეტი აგრეთვე ჩნდება ჰატი ჯაბას სასახლეში „ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნებაში“ (1983). „ეპიზოდი II: კლონების შეტევაში“ ნათქვამია, რომ იგი არის ჯანგო ფეტის ერთ-ერთი კლონი, რომელიც პირადად როგორც მამამ ისე აღზარდა. აგრეთვე ირკვევა, რომ ჯანგო ფეტი იყო „მონა I“-ის პირველი მფლობელი. ბობა ფეტი აგრეთვე ჩნდება 2008 წლის ტელესერიალ „ვარსკვლავური ომები: კლონების ომების“ რამდენიმე ეპიზოდში.

ბობა ფეტი

ჯერემი ბულოკი ბობა ფეტის როლში
პირველი გამოჩენა „ვარსკვლავური ომები: საშობაო გამოშვება“
ბოლო გამოჩენა „ბობა ფეტის წიგნი (2021)“
შემქმნელი ჯორჯ ლუკასი
მსახიობი
ინფორმაცია
სახეობა/რასა კლონირებული ადამიანი
სქესი მამრობითი
საქმიანობა თავებზე მონადირე
ნათესავები ჯანგო ფეტი (მამა)

პერსონაჟი პირველად გამოჩნდა 1978 წლის დეკემბერში, სატელევიზიო ფილმში „The Star Wars Holiday Special“, როგორც იდუმალი პიროვნება, რომელიც გიგანტური მონსტრისგან გადაარჩენს ლუკ სკაიუოკერს, R2-D2-ს, ჩუბაკასა, და C-3PO-ს. შემდგომში ირკვევა, რომ იგი არის დართ ვეიდერის დაქირავებული თავებზე მონადირე.[2]

ბობა ფეტი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟად „ვარსკვლავური ომების“ სამყაროში.[3][4] 2008 წელს ჟურნალმა „Empire“ ბობა ფეტს სიაში „100 ყველა დროის უდიდესი კინოპერსონაჟი“ 79-ე ადგილი მიუჩინა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Fett, Boba. Star Wars Databank. Lucasfilm. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-10. ციტირების თარიღი: 2010-06-03.
  2. Fett, Boba. Databank. Lucasfilm. ციტირების თარიღი: 13 იანვარი, 2010.
  3. პოლოკი, დეილ (1999). Skywalking: The life and films of George Lucas. Da Capo Press, გვ. 287. ISBN 978-0-306-80904-0. 
  4. Montandon, Mac (2008). Jetpack Dreams: One Man's Up and Down (But Mostly Down) Search for the Greatest Invention That Never Was, გვ. 55. ISBN 978-0-306-81528-7.