ბიქსბი-კრიკის ხიდი

(გადამისამართდა გვერდიდან ბიქსბი კრიკ ხიდი)

ბიქსბი-კრიკის ხიდი (ინგლ. Bixby Creek Bridge), ასევე ცნობილია როგორც ბიქსბის ხიდი — რკინა-ბეტონის თაღოვანი ხიდი ბიგ-სიურში, კალიფორნიის შტატში. ხიდი მდებარეობს 190 კმ (120 მილი) სამხრეთით სან-ფრანცისკოდან. სანამ ხიდი გაიხსნებოდა 1932 წლამდე, ზამთარში პრაქტიკულად წყდებოდა მიმოსვლა ბიგ-სიურში, რადგან ძველი სანაპიროს გზა გაუვალი ხდებოდა, რომლის სიგრძეც 18 კმ-ია (11 მილი). ხიდის აშენების ბიუჯეტი იყო 199 861 $ (3,5 მილიონის ექვივალენტი 2014 წლისთვის) და ის იყო ყველაზე გრძელი ბეტონის თაღოვანი ხიდი 98 -ზე (320 ფუტი) კალიფორნიის შტატის საგზაო სისტემაში. ბიქსბის ხიდი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ერთმალიანი ხიდი, რომელიც ხშირად ხვდება ფოტოკამერების ობიექტივში მისი ადგილმდებარეობის და ესთეტიკური დიზაინის გამო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება