ბინტურონგი[1] (ლათ. Arctictis binturong) — ძუძუმწოვარი ცხოველი ვივერისებრთა ოჯახისა. მონოტიპური გვარის (ლათ. Arctictis) წარმომადგენელი. ადრე მას აერთიანებდნენ ენოტისებრთა ოჯახში (ლათ. Procyonidae), მაგრამ მისი ფორმით იგი უფრო ვივერისებრნს ჰგავს. ტურისტებში იგი ცნობილია როგორც „კატისებრი დათვი“, რადგან ფორმებით კატას წააგავს, ხოლო მიწაზე გადაადგილების მანერით — დათვს. ბეწვი მშრალია და გრძელი, განსაკუთრებით კუდზე. მისი სხეულის სიგრძეა 61-96 სმ, მასა 9-14 კგ, ზოგიერთ შემთხვევაში 20 კგ-მდე. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოეთიდან ინდონეზიის კუნძულებამდე, მათ შორის სუმატრა, იავა, კალიმანტანი, პალავანი. ბინადრობს მჭიდრო ტროპიკულ ტყეებში. აქტიურია ღამით, ცხოვრობს ძირითადად ხეებზე. ძირითადად იკვებება ხილით, აგრეთვე მწერებით, მცირე ფრინველებითა და ლეშით. მრავლდება წელიწადში ორჯერ. მაკეობა გრძელდება 90 დღე. შობს 1-6 (საშუალოდ 2-3) ნაშიერს. ისინი 6-7 კვირის მანძილზე იკვებებიან რძით. ტყვეობაში ცოცხლობს 25 წლამდე.

ბინტურონგი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Arctictis binturong Raffles, 1821
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 41690
გავრცელების არეალი

ლიტერატურა რედაქტირება

  • Бинтуронг // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Ronald M. Nowak: Walker’s Mammals of the World. Johns Hopkins University Press, 1999 ISBN 0-8018-5789-9

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 406.