მთავარი მენიუს გახსნა
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ბიზანტიური კალენდარი.
სამყაროს შექმნა. შუასაუკუნეების მინიატურა, XIII საუკუნე.

ბიზანტიური ქრორონიკონი, ბიზანტიური ერა, კონსტანტინოპოლის ერა, ძველრუსული ერა, «ადამიდან» (ძვ. ბერძნ. Ἔτη Γενέσεως Κόσμου κατὰ Ῥωμαίους,[1] ასევე ძვ. ბერძნ. Ἔτος Κτίσεως Κόσμου ან ძვ. ბერძნ. Ἔτος Κόσμου) — ბიზანტიის იმპერიაში გავრცელებული წლების ათვლის სისტემა, რომლის ამოსავალ წერტილს Anno Mundi („ბიბლიური სამყაროს შექმნა“) წარმოადგენდა. ბიზანტიური ქორონიკონით, პირველი წელი დაიწყო ძვ. წ. 5509 წლის, 1 სექტემბერს და დასრულდა ძვ. წ. 5508 წლის, 31 აგვისტოს.

თავდაპირველად სამყაროს შექმნის მომენტად აღებული იყო ძვ. წ. 5508 წლის 1 მარტი, პარასკევი (მარტის სტილი), ხოლო შემდგომში, ძვ. წ. 5509 წლის 1 სექტემბერი, შაბათი დღე (სექტემბრის სტილი).

988-1453 წლებში წარმოადგენდა ბიზანტიის იმპერიის ოფიციალურ წელთაღრიცხვას, 691-1728 წლებში გამოიყენებოდა კონსტანტინოპოლის მართლამადიდებელ ეკლესიასა და რუსეთში988-1700 წლებში. ასევე გამოიყენებოდა სერბეთსა და ბულგარეთში.

ინდიქტიონის ისტორიარედაქტირება

იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, რომის იმპერიაში ყოველ 15 წელიწადში მიმდინარეობდა ქონების აღწერა, რათა დაედგინათ გადასახადების სიდიდე. აღნიშნულ 15 წლიან ციკლის თითოეული წლის რიგით ნომერს დაერქვა ინდიქტიონი. 312 წელს იმპერატორ კონსტანტინე I დიდის დროს, დროის ინდიქტიონებად დაყოფა ოფიციალურად იქნა მიღებული, რომელიც იწყებოდა 23 სექტემბერს. 462 წელს ბიზანტიაში, პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე, ინდიქტიონის წლის დასაწყისად აღებულ იქნა 1 სექტემბერი. ბიზანტიური ქორონიკონის დამაარსებლებმა გადაწყვიტეს, რომ წელთაღრიცხვა უნდა მოიცავდეს ერთდროულად 3 ციკლს: 15-წლიან (მცირე ინდიქტიონი) ციკლს და 19-წლიანი მთვარისა და 28-წლიანი მზის (დიდი ინდიქტიონი) ციკლებს[2]

ისტორიარედაქტირება

ბიზანტიარედაქტირება

ბიზანტიური კალენდრის ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა „სამყაროს შექმნა“. აღნიშნული მონაცემები დაფუძნებულია ჩანაწერს ბიბლიდან:

 
„შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი <…> დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. გავიდა საღამო, გავიდა დილა — დღე მეექვსე.“
(დაბადება 1:27-31)
 
„ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე.“
(2 პეტრე 3:8)

ბიბლიის აღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე, ღვთისმეტყველები დავიდნენ დასკვნაზე, რომ ადამი შექმნილი იყო ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეექვსე ათასწლეულში და შესაბამისად ქრისტე იშვა სამყაროს შექმნიდან, დაახლოებით 5500 წელს[3]. იქედან გამომდინარე, რომ არსებობდა მრავალი მიდგომა (ასევე ბიბლიის რამდენიმე რედაქცია), არსებობდა კალენდრის 200-მდე ვარიანტი, აქედან ყველაზე პოპულარული, 353 წელს იმპერატორ კონსტანცი II-ის დროს შექმნილი კალენდარი იყო, რომლის წელთაღრიცხვა იწყებოდა შაბათის 1 სექტემბერს, ძვ. წ. 5509. აღნიშნული ადრებიზანტიური კალენდარი დაზუსტდა VI საუკუნეში, რომელიც იწყებოდა პარასკევის 1 მარტს ძვ. წ. 5508 (აღსანიშნავია რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ყოველთვის იწყებდა ახალ წელს 1 სექტემბერს)[4].

კალენდარი ოფიციალურად დამტკიცდა 988 წელს იმპერატორ ბასილი II-ის მიერ და გამოიყენებოდა 1453 წლამდე იმპერიის დაცემდამდე.

არსებობს მოსაზრება რომ ბიზანტიური წელთაღრიცხვა დამტკიცდა კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრებაზე: ბიბლიური სამყაროს შექმნიდან დასაწყისი 1 სექტემბერი, ძვ. წ. 5509[5]. თუმცაღა აღნიშნული კრების 102 კანონიდან არცერთი კონკრეტულად არ განსაზღვრავს კალენდარის ათვლის წესს. წელი მოიხსენიება მხოლოდ მესამე კანონში და ისიც კონტექსტში.

რუსეთირედაქტირება

ბიზანტიაში ბასილი II-ის მიერ 988 წელს ბიზანტიური კალენდარის ოფიციალურად გამოცხადება დაემთხვა კიევის რუსეთის გაქრისტიანებას. რუსეთში 988-989 წლებიდან შემოიღეს ბიზანტიური სტილის კალენდარი — „სამყაროს შექმნიდან“. წელი იწყებოდა 1 სექტემბრიდან და იდენტური იყო იულიუსის კალენდრისა. თუმუცაღა ვლადიმირმა არ მიიღო ბასილის კალენდარული რეფორმა, რადგანაც არ შეეძლო ახალი წელი გადმოეტანა სექტემბერში (ძალზედ ეწინააღმდეგებოდა სლავურ ადათ-წესებს), მაგრამ მისი დატოვება 1 აპრილზეც არ შეიძლებოდა, რადგანაც ის უშუალო კავშირში იყო კერპთაყვანისმცემლურ ახალ წელთან. ამიტომ ვლადიმირს დროს ახალი წელი გადმოწიეს 1 მარტზე. 1342 წელს მიტროპოლიტ თეოგნოსტის მიერ ახალი წელი გადმოტანილ იქნა 1 სექტემბერს, ხოლო 1492 წელს (სამყაროს შექმნიდან 7000 წელს) მოსკოვში ჩატარებული კრების საფუძველზე, ახალი წლის დასაწყისად ოფიციალურად დაწესდა 1 სექტემბერი. რუსეთის იმპერიაში აღნიშნული კალენდრით სარგებლობის ბოლო თარიღი იყო 7208 წლის 31 დეკემბერი; პეტრე I-ს ბრძანებით შემდეგი დღის ათვლა ოფიციალურად გაგრძელდა ქრისტეშობის კალენდრით, ანუ 1700 წლის 1 იანვრიდან.

რუსეთის იმპერიაში გამოიყენებოდა ერთდროულად ბიზანტიური კალენდრის სხვადასხვა ვარიანტი[6]:

საეკლესიო კალენდარირედაქტირება

ბიზანტიური კალენდარი დღემდე გამოიყენება სტაროვერების და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ, ხოლო 1 სექტემბერი (ახალი სტილით — 14 სექტემბერი) წარმოადგენს ახალი წლის პირველ დღეს.

კალკულაციარედაქტირება

წლები დათვლილია ბიბლიის ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით[7]:

  • ადამიდან წარღვნამდე — 1654 წელი (დაბადება თავი 5; თავი 7:6)
  • წარღვნიდან აბრაამადე — 292 წელი (დაბადება თავი 11)
  • აბრაამიდან მოსემდე — 1969 წელი (დაბადება თავი 21, 25, 29, 30, 49, 50. გამოსვლა თავი 1)
  • მოსედან საულის გამეფებამდე — 563 წელი (გამოსვლა, რიცხვთა, ისუ ნავესი, მოსამართლე, პირველი მეფეთა)
  • საულის გამეფებიდან ქრისტესშობამდე — 1030 წელი (მეფეთა, ქრონიკები, ეზდრა, ნეემია, და წინასწარმეტყველები)

სულ 5508 წელი

განსხვავებულ შედეგებს იძლევა ბიბლიის სეპტუაგინტას ვერსიაში არსებული მონაცემების დაჯამება. ასე მაგალითად სეპტუაგინტას მიხედვით წლების ოდენობა ადამიდან წარღვნამდე 2242 წელია ნაცვლად 1654 წლისა. სეპტუაგინტას ქართულ ვერსიას წარმოადგენს „მცხეთური ხელნაწერი“[8].

ახალი წელთაღრიცხვის ბიზანტიურ კალენდარზე გადასაყვანად საჭიროა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე მივუმატოთ 5509 წელი, ხოლო იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე — 5508 წელი. მაგ: ახ. სტ. 14 სექტემბერი 2016 წლისა შეესაბამება ბიზანტიური კალენდრის სამყაროს შექმნიდან 7524 წელს.

რაც შეეხება ისტორიულ წყაროებში არსებულ ბიზანტიური კალენდრის წლების ახალ წალთაღრიცხვის წლებზე გადმოყვანას, ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ, ბიზანტიური კალენდრის რომელი სისტემით იყო დათვლილი ჩვენთვის საკვლევი ბიზანტიური კალენდრის წელი, რათა ზუსტად მოვახდინოთ მისი თანამედროვე ერაზე გადმოყვანა.

რომის კათოლიკური ეკლესიარედაქტირება

რომის კათოლიკურმა ეკლესიამ აღნიშნული კალენდარი არ მიიღო, რომლის სანაცვლოდაც შეიმუშავეს საკუთარი „ვატიკანის კალენდარი“ (სეპტუაგინტასაგან განსხვავებით, ვულგატას ლათინური თარგმანის მიხედვით, ისრაელის მამამთავართა ცხოვრების წლები მოკლეა და უტოლდება — 4713 ან 4000 წლებს[9], ლათ. Anno Mundi — „სამყაროს შექმნიდან“. არსებობდა ვატიკანის კალენდრის სხვა ვარიანტებიც, ზოგს სამყაროს შექმნიდან 3952 წელი გამოსდიოდა, ზოგს კიდევ სხვა. დასავლეთის ეკლესია ახალ წელთაღრიცხვაზე გადავიდა VI საუკუნეში, როდესაც დიონისე მცირემ შექმნა იგი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

კომენტარებირედაქტირება

  1. ამ წელთაღრიცხვის მიხედვით ადამიდან წარღვნამდე გავიდა 2242 წელი, წარღვნიდან აბრამამდე 1082 წელი, აბრამიდან გამოსვლამდე 430 წელი, გამოსვლიდან დავითამდე 601 წელი, 448 წელი იერუსალიმის ტყვეობამდე, 318 წელი ალექსანდრე მაკედონელამდე, ალექსანდრედან ქრისტემდე 333 წელი. ჯამში 5454 წელი. შემდგომ შეცდომა აღმოჩნდა და 601 შეიცვალა 640-ით და შედეგიც 5493 გახდა.
  2. ეს წელთაღრიცხვა დაფუძნებულია ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც: „5500 წელს გაბრიელი მივლინებულ იქნა ნაზარეთში ყოვლადწმინდა მარიამთან...“
  3. ამ წელთაღრიცხვის მიხედვით ადამიდან წარღვნამდე გავიდა 2262 წელი, წარღვნიდან მოსემდე 1082 წელი, მოსედან გამოსვლამდე 430 წელი, გამოსვლიდან სოლომონამდე 631 წელი, 448 წელი იერუსალიმის ტყვეობამდე, 318 წელი ალექსანდრე მაკედონელამდე, ალექსანდრედან ქრისტემდე 333 წელი. ჯამში 5504 წელი.

სქოლიორედაქტირება