ბექა ნაცვლიშვილი (დ. 19 ოქტომბერი, 1977, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, სოციოლოგი.

ბექა ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი 19 ოქტომბერი, 1977 (1977-10-19) (47 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ (2019-მდე)
„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ (2020—2021)

1994-1998 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიენიჭა ბაკალავრის აკადემური ხარისხი; 1998-1999 წლებში ოტო ფონ გურიკეს სახელობის მაგდებურგის უნივერსტეტში, პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის მიმართულებით; 2000-2006 წლებში მიუნსტერის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების, სოციოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის სპეციალობაზე და მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი მაგისტრის აკადემიური ხარისხები.

2008-2009 წლებში საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, აღმასრულებელ მენეჯერი; 2008-2009 წლებში ტურიზმის სკოლა „ნიუკაზის“ სოციოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ლექტორი; 2009-2010 წლებში „საქართველოს ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვანელი; 2009-2011 წლებში „საქართველოს უნივერსიტეტი“ პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი; 2009-2014 წლებში საზოგადოების კვლევის ცენტრის მკვლევარი; 2010 წელს იყო ბრიუსელში „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ ეგიდით მკვლევრის პოზიციაზე; 2012-2014 წლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, პოლიტიკის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის მრჩეველი; 2013 წლიდან ევროკომისიის (ტემპუსი) სამაგისტრო პროგრამის — „ევროპასთან ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების“ ხელმძღვანელი, პოლიტიკური ეკონომიკისა და პოლიტიკური სოციოლოგიის ლექტორი; 2013 წლიდან „კავკასიის უნივერსიტეტის“ პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი. არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების აქტიური მონაწილე.

2014-2016 წლებში იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ისნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2019 წელს დატოვა „ქართული ოცნება“. 2020 წელს პარტიიდან წასულ სხვა ადამიანებთან ერთად ჩამოაყალიბა „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანი“, რომლის თავმჯდომარე თავად გახდა, თუმცა მისი რიგები 2021 წელს დატოვა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება