Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბესლეთი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბესლეთი, ბასლა[1] — კარსტული მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 15 კმ, აუზის ფართობი 81,5 კმ². სათავეს იღებს ოდიშისა და ურავის კარსტული წყაროებიდან. ერთვის შავ ზღვას ქალაქ სოხუმის ფარგლებში. 4 კმ-იანი მიწისქვეშა კარსტული გვირაბით დაკავშირებულია მდინარე კელასურთან. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. იცის წყალმოვარდნა შემოდგომასა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,53 მ³/წმ. მდინარეზე გადებულია ბესლეთის ხიდი, მარცხენა ნაპირზეა ბაგრატის ციხე. ჰესი.[2]

ბესლეთი
Beslet bridge.JPG
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები სოხუმის მუნიციპალიტეტი
სათავე 43°02′56″ ჩ. გ. 41°07′18″ ა. გ. / 43.04889° ჩ. გ. 41.121806° ა. გ. / 43.04889; 41.121806
შესართავი შავი ზღვა
42°59′55″ ჩ. გ. 41°01′43″ ა. გ. / 42.998722° ჩ. გ. 41.028667° ა. გ. / 42.998722; 41.028667
სიგრძე 15 კმ
აუზის ფართობი 81,5 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 3,53 მ³/წმ
ბესლეთი (საქართველო)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

ბესლეთი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

სქოლიორედაქტირება

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 34, თბ., 2009.
  2. გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 341, თბ., 1977 წელი.