ბესარიონ ბიბინეიშვილი

ბესარიონ ბიბინეიშვილი (დ. 18 აპრილი, 1964, ბათუმი — გ. 2015, თბილისი) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.

ბესარიონ ბიბინეიშვილი
დაბადების თარიღი 18 აპრილი, 1964
დაბადების ადგილი ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2015
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1981–1982 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მელიფტედ, 1990 წლიდან ამავე ინსტიტუტის ინტერნატურის ექიმი-ნევროპათოლოგი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი (1990–1991); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება