ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი

აეროპორტი გერმანიაში

ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი (გერმ. Flughafen Berlin Brandenburg "Willy Brandt") — საერთაშორისო აეროპორტი გერმანიაში. მდებარეობს ბრანდენბურგის მხარეში და ემსახურება დედაქალაქ ბერლინს[1]. აეროპორტს სახელი ყოფილი დასავლეთ ბერლინის მერის და დასავლეთ გერმანიის კანცლერის ვილი ბრანდტის პატივსაცემად ეწოდა.

ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი
Flughafen Berlin Brandenburg
IATA-ს კოდი: BERICAO-ს კოდი: EDDB
BER — გერმანია
BER
BER
აეროპორტის მდებარეობა გერმანიაში
ინფორმაცია
ტიპი სამოქალაქო
ოპერატორი FBB GmbH
ემსახურება ბერლინი და ბრანდენბურგი
სიმაღლე ზდ 48 მ.
კოორდინატები 52°22′00″ ჩ. გ. 013°30′12″ ა. გ. / 52.36667° ჩ. გ. 13.50333° ა. გ. / 52.36667; 13.50333 (ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი)
ვებ-გვერდი berlin-airport.de
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
ნომერი ზომები საფარი
07L/25R 3600 ასფალტი
07R/25L 4000 ბეტონი

ახალმა აეროპორტმა ჩაანაცვლა მანამდე არსებული შენეფელდისა და ტეგელის აეროპორტები და გახდა ერთადერთი კომერციული აეროპორტი, რომელიც ბერლინსა და ბრანდენბურგის მხარეს ემსახურება. პროექტის მიხედვით აეროპორტი ყოველწლიურად 34 მილიონამდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს[2][3], რაც მას დატვირთულობის მიხედვით ქვეყნის მესამე აეროპორტად აქცევს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bowlby, Chris (29 June 2019). „The airport with half a million faults“. BBC News – წარმოდგენილია www.bbc.co.uk-ის მიერ.
  2. Metzner, Thorsten (26 April 2016). „Ist selbst eine BER-Eröffnung im Jahr 2018 gefährdet?“ [Is even a 2018 BER opening at risk?]. Der Tagesspiegel (გერმანული).
  3. BER-beginnt-ein-weiteres-Jahr-der-Wahrheit. aero (5 January 2019). ციტირების თარიღი: 5 იანვარი, 2019.