ბერეზანი (მდინარე)

(გადამისამართდა გვერდიდან ბერეზანი (მდ.))
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერეზანი.
ბერეზანი

ბერეზანი (ბერეზანკა) — მდინარე, ჩაედინება ბერეზანის ლიმანში შემდეგ კი შავ ზღვაში. მდინარის სიგრძეა 49 კმ. მდინარის წყალშემკრები აუზის ფართობი შეადგენს 890 კმ²-ს. დაქანება 1,5 მ/კმ. სიფართე 2 კმ. მდინარის კალაპოტი დაკლაკნილია, სათავეებში სიგანე 5 მ, სიღრმე 1,2—1,5 მ. ზაფხულობით ნაწილობრივ შრება, გამოიყენება სავარგულების მოსარწყავად. მდინარე იღებს სათავეს სოფელ სტეპნოეში და მოედინება ვესელინოვოსა ნიკოლაევის, ოჩაკოვის, და ბერეზანსკის რაიონების (ნიკოლაევის ოლქი) ტერიტორიებზე.

დასახელებარედაქტირება

ვლადიმერ ნიკონოვი (1904—1988) აღნიშნავს რომ, სახელი შეიძლება მოდიოდეს ავესტიურიდან berezant, სკვითური bresant, რაც ნიშნავს «მაღალს».[1]

შენიშვნებირედაქტირება

  1. იანკო მ.ტ. Топонімічний словник України: Словник-довідник. - К.: Знання, 1998. - С. 39

ლიტერატურარედაქტირება

  • სსრკ-ს წყლის რესურსები. — ლენინგრადი, 1967.
  • Каталог річок України. — Видавництво АН УРСР, Київ, 1957.