ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი

ბეჟან ჯავახია (დ. 2 იანვარი, 1957, სენაკი) — ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990), ისტორიის დოქტორი, პროფესორი.

ბეჟან ჯავახია
დაბ. თარიღი 2 იანვარი, 1957(1957-01-02) (67 წლის)
დაბ. ადგილი სენაკი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი და პოლიტიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1957 წლის 2 იანვარს, სენაკში. 1973 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1978 წელს. 1979 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს კულტურის სამინისტროში მეთოდისტად, 1982-1986 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალობით, 1986 წელს დაიცვა დისერტაცია მსოფლიო ისტორიის სპეციალობით, 1986 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კათედრაზე ჯერ მეცნიერ-თანამშრმლის, შემდეგ კი — დოცენტის თანამდებობაზე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2006-დან 2013 წლის მარტამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ისტორიის სრული პროფესორის თანამდებობაზე, ხელმძღვანელობდა შუა საუკუნეების ისტორიის დეპარტამენტს; 2013 წლის აპრილიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

გამოქვეყნებული წიგნები რედაქტირება

  • გვიანი შუა საუკუნეები და რენესანსის ეპოქა, მასალები სალექციო კურსისათვის, თბ., 2012;
  • მარადიული რომი „სხვა რომი“ რომის შემდეგ, თბ., 2009;
  • ბიზანტინიზმი და ბიზანტიის მემკვიდრეობის საკითხი, თბ.,2009;
  • რაინდობა შუა საუკუნეების ევროპაში, თბ., 2008;
  • შუა საუკუნეების ისტორია, VII კლასის სახელმძღვანელო, თბ., 2005;
  • შუა საუკუნეების ისტორია, მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნი, VII კლასი, თბ., 2005;
  • შუა საუკუნეების ისტორია, სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის (ძველი გერმანელები, მეროვინგების ფრანკთა სამეფო, ეკლესია ადრეულ შუა საუკუნეებში, ეკლესია XI-XV საუკუნეებში; დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეებრივი კულტურა), თბ., 2005;
  • ანტიკურობიდან შუა საუკუნეებისაკენ (დასავლეთ ევროპა, ბიზანტია, საქართველო), თბ., 2005;
  • საქართველო და ქართველები ადამ ოლეარიუსის მოგზაურობათა წიგნში, თბ., 2005;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება