ბეჟანოს ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოჭიოს თემის სოფელ ბეჟანოს მახლობლად სამონასტრო კომპლექსში. აგებულია X საუკუნეში.

ბეჟანო
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკური ეკლესია
თარიღდება X საუკუნე
დეტალები

ტაძარი დგას შემაღლებულ ბორცვზე. ნაგებია გათლილი ქვის კვადრებით. წარმოადგენდა დარბაზულ ეკლესიას ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ღერძზე თაღოვანი, გარეთკენ შევიწროვებული სარკმელია. კონქი იმპოსტზე გადასულ თაღს ებჯინებოდა. შემორჩენილია მხოლოდ აბსიდის ნაწილი და კედლების ქვედა რიგი. ეკლესიის გარშემო ძველი ნასოფლარის კვალია.

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერძენიშვილი დ., ჯავახეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფია, კრ.5. თბ., 1975, გვ. 115

სქოლიო რედაქტირება