ბეირუთის ტერაქტი (2015)

ბეირუთის ტერაქტი — ტერორისტული აქტი ბეირუთში, რომელიც განხორციელდა 2015 წლის 12 ნოემბერს ბურჯ-ალ-ბარაჯნეს რაიონის ტერიტორიაზე, ბეირუთი, ლიბანი. რაიონის მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ შიიტები[1]. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 43 ადამიანი. 240-ზე მეტმა კი მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანებები. ტერაქტის მიზეზად დასახელდა ჰეზბოლა მონაწილეობა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლებში[2]. საერთაშორისო დამკვირვებლები ტერაქტში ხედავდნენ ლიბანში ისლამური სახელმწიფოს გაფართოების ნიშნებს[2]. აღნიშნული ტერაქტი გახდა ყველაზე სისხლიანი არსებულ ტერაქტებს შორის.

ბეირუთის ტერაქტი

ბურჯ-ალ-ბარაჯნეს რაიონი
მდებარეობა ბეირუთი, ბურჯ-ალ-ბარაჯნეს რაიონი, ლიბანი
თარიღი 12 ნოემბერი, 2015
დაღუპულები 43 ადამიანი
არასასიკვდილო დაზიანებები
240+
ორგანიზატორები ისლამური სახელმწიფო
თავდამსხმელები ბილალ ალ-ბაქარა
მონაწილეების რაოდენობა
3

ტერაქტის შესახებ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ისლამურმა სახელმწიფომ[1].

აფეთქება

რედაქტირება

სამი ტერორისტი გადაადგილდებოდა სკუტერებით და შეჩერდნენ აინ-ეს-სიქის მოედანზე, სავაც მდებარეობდა მეჩეთი და სავაჭრო ცენტრი „ალ-მანსური“[3]. ორმა თვითმკვლელმა აფეთქება განახორციელა სავაჭრო რაიონ ბურჯ-ალ-ბარაჯნეში, რომელსაც აკონტროლებდა „ჰეზბოლა“. პირველი აფეთქება მოხდა შიიტების მეჩეთთან, ხოლო მეორე მეზობლად მდებარე საფუნთუშეში[4][5]. მესამე აფეთქება არ განხორციელებულა, რადგან თვითმკვლელი ტერორისტო დროულად გააუვნებელყვეს[5]. დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი აბუ მურდატი[6].

გამოძიება

რედაქტირება

ლიბანის სპეცსამსახურების ოპერაციის შემდეგ დააკავეს სირიის შვიდი და ლიბანის ორი მოქალაქე, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო თვითმკვლელი-ტეორისტი. ბინაში სადაც ცხოვრობდნენ ტერაქტის ორგანიზატორები იპოვეს შაჰიდის ქამრები[7].

2015 წლის 26 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც ტერორისტების ტრანსპორტირებაზე იყო პასუხისმგებელი[8].

2015 წლის 13 დეკემბერს ლიბანში დააკავეს ტერორისტი ბილალ ალ-ბაქარა ისლამური სახელმწიფოს ლიბანის[9] დივერსიული[10] ნაწილის ხელმძღვანელი, რომელმაც დაგეგმა აფეთქებები[10].

ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვეს მთელი რიგი ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, მათ შორის ჩეხეთმა, საფრანგეთმა, ირანმა, იტალიამ, ქუვეითმა, კატარმა, რუსეთმა და აშშ-მა[11][12][13][14][15].

13 ნოემბერი ლიბანში გლოვის დღედ გამოაცხადეს.

  1. 1.0 1.1 ISIS Claims Responsibility for Deadly Blasts in Southern Beirut. The New York Times. ციტირების თარიღი: November 12, 2015.
  2. 2.0 2.1 Смертники атаковали Бейрут.
  3. ДВОЙНОЙ ТЕРАКТ В БЕЙРУТЕ: ЛИВАНЕЦ ЦЕНОЙ ЖИЗНИ ПЫТАЛСЯ ПРЕДОТВРАТИТЬ ВЗРЫВ.
  4. 44 killed as Daesh bombings hit Beirut. PressTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 13 November 2015.
  5. 5.0 5.1 Over 40 killed, dozens wounded as twin suicide bombings rock Beirut — RT News
  6. Yashar, Ari (13 November 2015). „ISIS bombing takes out senior Hezbollah leader“. Arutz Sheva. ციტირების თარიღი: 13 November 2015.
  7. Lenta.ru.
  8. В Сирии убит один из организаторов теракта в Бейруте.
  9. В Ливане арестован виновник взрывов в Бейруте.
  10. 10.0 10.1 В Ливане задержан организатор терактов в Бейруте. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-12-02.
  11. PressTV-US condemns ‘horrific’ Beirut attacks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-12. ციტირების თარიღი: 2017-12-02.
  12. France condemns attack on Lebanese Hezbollah bastion | Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-18. ციტირების თარიღი: 2017-12-02.
  13. KUNA : Italy condemns deadly blast in Beirut — Security — 13/11/2015
  14. The Peninsula Qatar — Qatar strongly condemns Beirut bombings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-16. ციტირების თარიღი: 2017-12-02.
  15. МВД Ливана сообщило об аресте организаторов теракта в Бейруте.