ბედნიერი ერი
ბედნიერი ერი — ანრი ჯოხაძის სიმღერა. სიმღერის ტექსტი შექმნილია ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების ლექსის მიხედვით. ავტორმა სიმღერა საქართველოში 2008-09 წლებში განვითარებულ მოვლენებს მიუძღვნა. კლიპში მომღერალი თავად განასახიერებს ქართულ პოლიტიკურ ელიტას - დაწყებული მიხეილ სააკაშვილით და დამთავრებული ოპოზიციის ლიდერების სახეებით. გარდა ამისა კლიპში ხვდება რუსეთის პრემიერ მინისტრიც – ვლადიმირ პუტინი.