ბაქოს ველოპარკი — ტრასა, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქში და გათვლილია ველასპორტისთვის. პარკის ტერიტორია 30 ჰექტარზე მეტია და მდებარეობს ბაქოს საბალის რაიონში. გზების საერთო სიგრძე 15 კმ-ს შეადგენს. ველოპარკში 990 ადგილია მაყურებელთათვის.

ველოპარკი ბაქოში

ისტორია რედაქტირება

ველოპარკი აშენდა 1970 წელს, მაგრამ წლების განმავლობაში არ გამოიყნებოდა და იყო ნანგრევებში. 2011 წელს აზერბაიჯანის ველოსპორტის ფედერაციამ დაიწყო პარკის რეკონსტრუქცია. აქ აშენებული იყო გზატკეცილები და სამთო ტრასები. 2013 წლის აპრილში პარკი ხელახლა გაიხსნა საერთო მოხმარებისთვის[1].

ასევე 2012 წლის 1 ივნისს, ველოსიპედის პარკი გაიხსნა ზღვისპირა ბულვარზე, სპორტის სასახლის მახლობლად და გადაჭიმულია დროშის მოედნამდე, სადაც შეიძლება ველოსიპედების დაქირავება საათობის ან დღიურად.

2013 და 2014 წლებში „Tour d’Azerbaïdjan“ - ის პროექტის მეორე ტური დაიწყო ველოპარკიდან.

2015 წელს ველოპარკში ჩატარდა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც დარგეს დაახლოებით 4,000 ხე[2].

სექტემბერში ჩატარდა ღია ტურნირი ველოსპორტის მოყვარულთათვის, რომელშიც 26 ველომრბოლელი მონაწილეობდა. ტურნირის ორგანიზატორი იყო ველოსპორტის ეროვნული ფედერაცია[3].

2017 წელს დაიწყო ყოველწლიური „Tour d’Azerbaïdjan“ ბაქოს ველოპარლკთან და დასრულდა ისმაილლიში.

ველოპარკი  BMX რედაქტირება

ბაქოს ველოსიპედის პარკის ტერიტორიაზე, BMX ველოსიპედის პარკი აშენდა, რომელიც სპეციალურად 2015 წლის პირველი ევროპული თამაშებისთვის იყო განკუთვნილი[4]. BMX ველოპარკს ასევე გააჩნია რბოლის მოედანი. აქვე არის დოპინგ კონტროლის ჩატარების შენობა. პარკის გახსნის ცერემონია 2015 წლის 13 მაისს შედგა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და რესპუბლიკის პირველმა ლედიმაც მიიღეს მონაწილეობა[5].

პირველი შეჯიბრებები ჩატარდა 2015 წლის 26-28 ივნისის ჩათვლით პირველი ევროპული თამაშების ფარგლებში[6]. თამაშების დასრულების შემდეგ გადაწყდა ტრასის საზოგადოებრივ მოხმარებაში გადაცემა.

2016 წელს ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირმა შეიტანა ცვლილებები BMX სტადიონების წესებსა და სტანდარტებში, რის შემდეგაც ბაქოს ველოპარკი გადაკეთდა. გაზარდეს მისი სიგრძე, სიგანე და დაბრკოლებების რაოდენობა ტრასებზე[7].

BMX -ის ჩემპიონატი რედაქტირება

BMX -ის ჩემპიონატი - არის ველოსპორტის სახეობა, BMX -ის ველოსიპედებზე. 2018 წლის  BMX -ის ჩემპიონატი  ჩატარდება 5-9 ივნისს ბაქოში.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება