ბატროუნი
ბატროუნი (არაბ. ٱلْبَتْرُون al-Batrūn; ანტიკურად: Botrys (ძვ. ბერძნ. Βότρυς, რომანიზებული: Bótrys) — სანაპირო ქალაქი ჩრდილოეთ ლიბანში და ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ხანგრძლივად დასახლებული ქალაქი მსოფლიოში. ამავდროულად, ბატროუნი არის რაიონის დედაქალაქი.
ქალაქი | |
---|---|
ბატროუნი البترون | |
პორტი ძველ ქალაქ ბატროუნთან და წმ. სტეფანეს ეკლესია | |
ქვეყანა | ლიბანი |
მუნიციპალიტეტი | ბატროუნის რაიონი |
კოორდინატები | 34°15′17″ ჩ. გ. 35°39′32″ ა. გ. / 34.254843611° ჩ. გ. 35.658958611° ა. გ. |
მერი | მარსელინო ალ ჰარკი |
ადრეული სახელები | Botrys |
ფართობი | 4.68 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 34 მეტრი (112 ფუნტი) მ |
მოსახლეობა |
ჯამში: 45 000 კაცი |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+2 (EET) UTC+3 (EEST) |
სატელეფონო კოდი | +961 (6) |
ოფიციალური საიტი | http://www.batroun.com/ |
ეტიმოლოგია
რედაქტირებაბატროუნი გვხვდება დასავლეთ არამეულ,[1] და პრემოდერნულ არაბულ ტექსტებში. აღსანიშნავია, რომ არამეულ ენაში ასო t-ის გამოყენება მცირდება.[2] ელი მარდინი ვარაუდობს, რომ th-ის t-ზე გადასვლა არამეულ ტერმინებში ლევანტის ტერიტორიაზე გამოწვეულია ლევანტურ არაბულში გარკვეული ფრიკატივების (ბგერების) შერწყმით.
ისტორია
რედაქტირებასავარაუდოდ, ბატროუნი არის ამარნას წერილებში (EA 078, EA 079, EA 081, EA 087, EA 088, EA 090, EA 093, EA 095, EA 124, EA 129) ნახსენები „ბატრუნას“ მსგავსი და თარიღდება ძვ. წ. მე-14 საუკუნით.[3] ბატროუნს მოიხსენიებენ უძველესი გეოგრაფები – სტრაბონი,[4] პლინიუსი,[5] პტოლემეოსი, სტეფანე ბიზანტიელი[6] და იეროკლე. თეოფანე აღმსარებელმა ქალაქს „ბოსტრისი“ უწოდა.[7]
ფინიკიელებმა დააფუძნეს ბატროუნი კონცხის სამხრეთ ნაწილში, რომელსაც კლასიკური ანტიკურობის დროს თეოპროსოპონი ეწოდებოდა, ხოლო ბიზანტიის იმპერიის პერიოდში –ლითოპროსოპონი. არსებობს ვარაუდი, რომ ბატროუნი ტვიროსის მეფე ითობაალ I-მა (ეთბაალმა) დააფუძნა. ითობაალის ქალიშვილი ჯეზაბელი აქაბზე იყო დაქორწინებული.[8]
ქალაქი იმყოფებოდა რომაელთა მმართველობის ქვეშ ფინიკიის პროვინციაში, ხოლო მოგვიანებით, რეგიონის გაქრისტიანების შემდეგ გახდა ანტიოქიის საპატრიარქოს ეპისკოპოსის მოადგილე.
551 წელს ბატროუნი მიწისძვრის შედეგად განადგურდა, რომელმაც გამოიწვია ღვარცოფები და ლითოპროსოპანი დააზარალა.[10] ისტორიკოსებს სწამდათ, რომ ბატროუნის დიდი ბუნებრივი ნავსაყუდელი სწორედ მიწისძვრის შედეგად ფორმირდა.[11]
ცნობილია, რომ სამი ბერძენი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ჩავიდა ბატროუნში: პორფირიუსი – 451 წელს, ელიასი – დაახლოებით 512 წელს და სტეფანი – 553 წელს (Lequien, II, 827). ბერძნული Notitia episcopatuum-ის მიხედვით, ბერძნული მართლმადიდებლური ეპარქია არსებობდა ბატროუნში მას შემდეგ, რაც მე-10 საუკუნეში ქალაქს უწოდეს პეტროუნიონი. რეგიონში მუსლიმების შემოჭრის შემდეგ, ბატროუნის სახელწოდებამ განიცადა არაბიზაცია.
ბატროუნი კონტროლდებოდა ჯვაროსნების მიერ 1104 წელს, რაც ცნობილი იყო, როგორც ტრიპოლის საგრაფოს ბოტრუნის საბატონო, სანამ დაიწყებოდა მამლუქების სასულთნოს დაპყრობები 1289 წელს. ბატროუნის ერთ-ერთი არქეოლოგიური ადგილი, კერძოდ, მსეილას ციხესიმაგრე, რომელიც მთებით იყო გარშემორტყმული და იზოლირებული სალი კლდის წვერზე მდებარეობდა.
ოსმალეთის მმართველობის დროს, ბატროუნი იყო კაზას ცენტრი ლიბანის მუტესარიფლიკში და მარონიტების ეპარქიის ადგილი, რომელიც ანტიოქიის მარონიტების კათოლიკურ საპატრიარქოს ექვემდებარებოდა. 1999 წლიდან, ბატროუნი არის მარონიტების ეპარქიის ადგილი.
ეკონომიკა და ურბანული განვითარება
რედაქტირებაისტორიულად, ქალაქი ბატროუნი განთავსებული იყო ზღვასა და ნაციონალურ გზას შორის, რომელიც ბეირუთს აკავშირებდა ტრიპოლისთან.
ბოლო პერიოდებში, ადგილობრივი ეკონომიკის ისტორიული ფუნქცია რადიკალურად შეიცვალა და დასასვენებელ სერვისებზე დაფუძნებულ ეკონომიკად გარდაიქმნა (ღამის კლუბები, ბარები, რესტორნები, მაღაზიები და ა.შ.), რაც ქალაქის განვითარების უნიკალური და ერთადერთი ბერკეტი აღმოჩნდა.[12] ეკონომიკურ მეტამორფოზას მოჰყვა მაცხოვრებლების გადასახლება ქალაქების განვითარებად გარეუბნებში (მახლობლად მდებარე გორაკებზე: ახალი ბატროუნი, ბატროუნ ჰილსი, ბასბინა და ა.შ.). შესაბამისად, ქალაქის ცენტრში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა. ამას აშკარად ცხადყოფს ქალაქის საქმიანი ცენტრის (დასვენებისა და ბიზნესისადმი მიძღვნილი) მდგომარეობა, რომელსაც ერთგვარად აწონასწორებს საცხოვრებელი გარეუბნების მდგომარეობა, სადაც დაჩქარებულმა ურბანულმა განვითარებამ ბუნებრივი მიწების განადგურება (ფიჭვნარი და ფორთოხლის კორომები) და მიწების ფასების ფატალური ზრდა გამოიწვია.[13]
ტურიზმი
რედაქტირებაბატროუნი არის მთავარი ტურისტული დანიშნულება ჩრდილოეთ ლიბანში. ქალაქი თავს იწონებს ისტორიული მარონიტებისა და ბერძნული მართლმადიდებლობის ეკლესიებით. ასევე, ქალაქი არის მთავარი საკურორტო სანაპირო ენერგიული ღამის ცხოვრებით, რომელიც მოიცავს პაბებსა და ღამის კლუბებს. ბატროუნის გარშემო იზრდება ციტრუსი და ქალაქი (მე-20 საუკუნის დასაწყისიდან) ცნობილია თავისი ცინცხალი ლიმონათით, რომელიც მთავარ ქუჩაზე კაფეებსა და რესტორნებში იყიდება. ველოსიპედით სიარული ბატროუნის სანაპიროზე ასევე ერთ-ერთი მთავარი აქტივობაა გვიანი ზაფხულის დღეებში.
2009 წელს, ბატროუნის საერთაშორისო ფესტივანი დაარსდა. ფესტივალმა დაიწყო ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების მასპინძლობა. ფესტივალი ყოველთვის ივლისში ან აგვისტოში ტარდება, ძველი ნავსაყუდელის ტერიტორიაზე.
დემოგრაფია
რედაქტირებაბატროუნის ხალხი ძირითადად მარონიტი, მელქიტი და ბერძენი მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. ბატროუნი არის რომაული კათოლიკური (ლათინური რიტუალი) ტიტულოვანი საყდარი.[14][15]
პოლიტიკა
რედაქტირებაბოლო წლებში, მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნები გახდა მზარდი ფაქტორი და ინტერესი ბატროუნის მიმართ. ეს, ძირითადად, ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლებისთვის ბრძოლის კონტექსტში მოიხსენიება. ბატროუნის ამჟამინდელი მერი მარსელინო ელ ჰარეკია.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირება- უძველესი ზღვის კედელი
- ელ-ბაჰსას სანაპირო
- მაკად ელ მირი
- ელ-მსეილას ციხე
- სტეფანეს ტაძარი
- ისტორიული სუკი
- ნოტრ-დამ დე ლა მერ
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Comprehensive Aramaic Lexicon.
- ↑ Pat-El, Naʾama; Stokes, Phillip W (24 August 2022). "The 'Aramaic Substrate' Hypothesis in the Levant Revisited". Journal of Semitic Studies. 67 (2): 24. doi:10.1093/jss/fgac002.
- ↑ Knudtzon, Jørgen Alexander (1915). Die El-Amarna-Tafeln, 2. Leipzig, გვ. 1165.
- ↑ Strabo, Geographica, 16.2.18 (Greek source and English translation).
- ↑ Pliny the Elder, Naturalis Historiae, 5.17 (Latin source and English translation).
- ↑ Stephanus of Byzantium, Cum annotationibus L. Holsteinii, A. Berkelii et Th. de Pinedo. Vol. I, cum Guilielmi Dindorfii praefatione, cui insunt lectiones libri Vratislav, Leipzig, 1825, p. 117.
- ↑ Malalas, Chronogr., XVIII, in P.G., XCVII, 543, cited in Bothrys - Catholic Encyclopedia article.
- ↑ (Menander, in Josephus, Antiquities of the Jews, VIII, xiii, 2), cited in Bothrys - Catholic Encyclopedia article
- ↑ Hill, George Francis (1965). Catalogue of the Greek Coins of Phoenicia. Arnaldo Forni - Editore, გვ. lx.
- ↑ Malalas, Chronogr., XVIII, in P.G., XCVII, 704, cited in Bothrys - Catholic Encyclopedia article
- ↑ The historical earthquakes of Syria: an analysis of large and moderate earthquakes from 1365 B.C. to 1900 A.D. (PDF). Earth-prints.org. ციტირების თარიღი: 2012-11-12.
- ↑ Sfeir, Nagi (August 2018). "Local economic development via urbanism lever: the case of Lebanon" (PDF). SAUES Journal. 1 (2): 62–78. doi:10.22034/saues.2018.02.01. Archived from the original (PDF) on 2019-05-02. Retrieved 2019-05-02.
- ↑ Sfeir, Nagi (2013). "Realurbanism: or the Urban Realpolitik. Towards a " Spatialisation " of the Realist Paradigm from International Relations Theories »" (PDF). Journal of Settlements and Spatial Planning. 4 (1): 1–10.
- ↑ Catholic Encyclopedia: Bothrys. Newadvent.org. ციტირების თარიღი: 2012-11-12
- ↑ Its Bishops and Dioceses, Current and Past. Catholic-Hierarchy. ციტირების თარიღი: 2012-11-12
ლიტერატურა
- Barber, Malcolm (2012). The Crusader States. Yale University Press. ISBN 978-0-300-11312-9.
- Runciman, Steven (1989). A History of the Crusades, Volume III: The Kingdom of Acre and the Later Crusades. Cambridge University Press. ISBN 0-521-06163-6.