ბასილი ბაგრატის ძე

(გადამისამართდა გვერდიდან ბასილი ბაგრატიონი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბასილი.

ბასილი ბაგრატის ძეXI საუკუნის I ნახევრის ქართველი მწერალი. ზოგიერთი ქართველი ისიტორიკოსის მიერ მიჩნეულია ბაგრატ III-ის ძედ. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 9 ივნისი (27 მაისი).

ბასილი ბაგრატიონი
გარდაიცვალა ათონის ივერთა მონასტერი
ხსენების დღე ახ. სტილით9 ივნისი (27 მაისი)
მოღვაწეობა მწერალი

მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში. მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია. გიორგი მცირის თქმით, იგი ყოფილა „მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისა“ და იოანე ბაგრატიონის „კალმასობაში“ დამახასიათებელია როგორც ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაში განსწავლული მწიგნობარი, მთარგმნელი, „რიტორ-მომთხრობელი და მაღალ ფრასასა ზედან დამთხზველი“, მასვე უწოდებდნენ „ქართველთა ეკლესიათა სამკაულს“. შემდგომ ბასილი ათონის მთაზე გადასულა და იქ დაუწერია „გალობანი წმიდისა მამისა ეფთჳმესნი“. გარდაიცვალა იქვე, ივერთა მონასტერში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლოლაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 221.
  • დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.