სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბასიანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბასიანივახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფიული“ აღწერის მიხედვით ოსეთის უკიდურესი ხეობა, რომელიც მდებარეობდა ჩრდილო კავკასიაში მდინარე თერგის ერთ ერთ ხეობაში.

ბასიანი, ვახუშტი ბატონიშვილის ოსეთის რუკაზე
ვიკიციტატა
„ხოლო დასავლით დიგორისა არს ბასიანი, ხეობა დიდი, რომელსა შინა დის მდინარე, გამომდინარე რაჭასა და ბასიანს შორისის კავკასიდამ, და მიდის სამხრიდამ ჩრდილოთ კერძოდ, სიგრძით კავკასიდამ ჩერქეზის მთამდე. ამის მდინარეს მოერთვიან ხევნი აღმოსავლიდამ გამომდინარენი, ამასა და დიგორის საშუალის კავკასიდამ და დასავლეთიდამ სვანეთისა და ამის შორისის კავკასიდამ. და ამ ხევებიდამ გარდავლენან გზანი სვანეთს და დიგორს. და ამის წყლის სათავიდამ გარდავალს გზა რაჭას, ღებს და ლუხუნზედ. და მზღვრის ბასიანს: აღმოსავლით მთა კავკასი, ბასიანსა და დიგორს შორისი, სამხრით მთა კავკასი, ამასა და რაჭას შორისი, ჩრდილოთ მთა ჩერქეზისა, ბასიანსა და ჩერქეზს შორისი; დასავლით მთა კავკასი, ამასა და სვანეთს შორისი. და არს ესე ბასიანი შენობიანი, დაბნებიანი, და უმეტესს გვარიანნი სხვათა ყოველთა ოსთაგან, და არიან მებატოენენი ყმიანნი. და მდინარე ესე ჩადის ჩერქეზსა შინა, მერმე მიერთვის თერგის მდინარესავე.“

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, გვ. 194