ბარეთი (2010 წლის 16 ნოემბრამდე„ბაშქოი“[2]) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფ. ბარეთი, საბეჭისი, ლივადი, იმერა).[3] მდებარეობს ბარეთის ტბის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1590 მ., წაკლიდან 15 კმ. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესია, რომელიც 1846 წელსაა განახლებული.

სოფელი
ბარეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
თემი ბარეთი
კოორდინატები 41°40′11″ ჩ. გ. 44°09′15″ ა. გ. / 41.66972° ჩ. გ. 44.15417° ა. გ. / 41.66972; 44.15417
ადრეული სახელები ბაშქოი
ცენტრის სიმაღლე 1590
მოსახლეობა 397[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 60 %
აზერბაიჯანელები 34 %
ბერძნები 5,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბარეთი — საქართველო
ბარეთი
ბარეთი — ქვემო ქართლი
ბარეთი

ისტორია რედაქტირება

საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა. ბაშქოის სასოფლო საბჭო მოიცავდა სოფლებს არჯევან-სარვანი, გედაქლარი, თეჯისი, საბეჭისი, ლივადი, იმერა, მინსაზქენდი, ყარაკომი, ჩოლმანი. 1978 წელს არჯევან-სარვანი სხვა რამდენიმე სოფელთან ერთად გამოიყო ცალკე სასოფლო საბჭოდ.

დემოგრაფია რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 207[3]
2014 397[1]  

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N925, 2010 წლის 16 ნოემბერი
  3. 3.0 3.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.