ბარბარეა (ლათ. Barbarea) — ორ-, იშვიათად მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ფესვთანური და ქვედა ღეროსეული ფოთლები წუნწიანი, ჩანგისებრი ან ფრთისებრ დაყოფილია, ზედა ღეროსეულები ხალთებითაა შემოხვეული ღეროზე. ყვავილები ყვითელია, შეკრებილია მტევნისებრ ან მცირე საგველასებრ ყვავილედში. ნაყოფი მრავალნაყოფიანი ჭოტია.[1] ცნობილია 30-მდე სახეობა.[2][3] ძირითადად გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცივ და ზომიერ განედებში. ზოგიერთი სახეობა გამოიყენება ვიტამინების მისაღებად [ჩვეულებრივი ბარბარეას (Barbarea vulgaris) ფოთლები შეიცავს 260 მგ%-მდე C ვიტამინს, თაფლოვან, სანელებელ, იშვიათად დეკორატიულ მცენარედ.[1]

ბარბარეა

ჩვეულებრივი ბარბარეა (Barbarea vulgaris)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  კომბოსტოსნაირნი
ოჯახი:  კომბოსტოსებრნი
გვარი:  ბარბარეა
ლათინური სახელი
Barbarea W.T.Aiton, 1812

საქართველოში გავრცელებული სახეობები:[4]

  • Barbarea brachycarpa Boiss., 1844
    • Barbarea brachycarpa subsp. minor (K.Koch) Parolly & Eren, 2006
სინონიმი Barbarea minor K.Koch, 1847[5]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Дорофеев В. И. Сурепка // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 444–445.
  2. Barbarea W.T.Aiton | Plants of the World Online | Kew Science en. Plants of the World Online. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2022
  3. Barbarea — The Plant List en. www.theplantlist.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-30. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2022
  4. დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუყბანიანი მ. და სხვ., საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა, თბ.: „უნივერსალი“, 2018. — გვ. 94, ISBN 978-9941-26-391-0.
  5. Barbarea brachycarpa subsp. minor (K.Koch) Parolly & Eren | Plants of the World Online | Kew Science en. Plants of the World Online. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2022