ბარამ ვარდანისძე — სვანთა ერისთავი 1177–1180-იან წლებში. შოთა მესხიას კვლევის თანახმად, ორბელთა ამბოხების შემდეგ გიორგი III ისევ ვარდანისძეებს სწყალობს. ამ პერიოდში უნდა დაენიშნა მეფეს სვანთა ერისთავად ბარამ ვარდანისძე, რომელიც ამ თანამდებობას, თამარის პირველი ისტორიკოსის თანახმად, თამარის მეფობის დასაწყისში ფლობდა: „ბარამ ვარდანისძე, სუანთა ერისთავი“.[1]

  1. ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში : ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ.: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2017.