ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ბაჟბეუქ-მელიქიანი, ალექსანდრე)

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბაჟბეუქ-მელიქიანი (ბაჟბეუქ-მელიქოვი) (დ. 12 სექტემბერი [ძვ. სტ. 30 აგვისტო], 1891, თბილისი — გ. 20 ივლისი, 1966, იქვე) — სომეხი ქართველი ფერმწერი. ცხოვრობდა საქართველოში. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1961).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1906–1910 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1910–1912). ასწავლიდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში (1922–1929), თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1929–1938). ბაჟბეუქ-მელიქიანის ნამუშევრებს ახასიათებს ფერწერილობა, დახვეწილი კოლორიტი, ლირიზმი და შინაგანი სითბო. მთავარი ნამუშევრები: „წისქვილი ორთაჭალაში“ (1930), ავტოპორტრეტი (1935, ორივე სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი), „მწვანე თუთიყუში“ (1933), სურათების ციკლი „ცირკი“ (1930-1940), „მიტოვებული“ (1942, ყველა კერძო კოლექცია), „საჩუქარი ფრონტისათვის“ (1944), „ქალიშვილი ყვავილით“ (1946, ორივე — საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი).

ლიტერატურა

რედაქტირება