ბანდაის მთა
ბანდაის მთა (ინგლ. Mount Bandai) — აქტიური სტრატოვულკანი ფუკუსიმას პრეფექტურაში, იაპონიაში. მდებარეობს ქალაქ ინავასიროს, ქალაქ ბანდაისა და სოფელ კიტაშიობარას ტერიტორიებზე, ტბა ინავასიროს ჩრდილოეთით, ბანდაი-ასაჰის ეროვნულ პარკში.[2]
ბანდაის მთა | |
---|---|
磐梯山 | |
კოორდინატები: 37°35′53″ ჩ. გ. 140°04′32″ ა. გ. / 37.59806° ჩ. გ. 140.07556° ა. გ. | |
ქვეყანა | იაპონია |
სიმაღლე | 1 819[1] მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 1888 |
სახელში „ბანდაის მთა“ მოიაზრება ვულკანის მთავარი მწვერვალი „ბანდაი“ რამდენიმე სხვა მწვერვალთან ერთად, მათ შორისაა აკაჰანი (1 430 მ) და კუსიგამინი (1 636 მ), რომელიც 1888 წელს, ბანდაის მთის ამოფრქვევის შედეგად წარმოიშვა.[1]
თავდაპირველად, ბანდაის მთას „ივაჰაში-იამა“ ეწოდებოდა, რაც იაპონურიდან ითარგმნება როგორც „ცისკენ მიმავალი კლდის კიბე“. ახლა, მას ზოგჯერ მოიხსენეიბენ როგორც „აიზუ ფუჯი“ და „აიზუ ბანდაი“. სტრატოვულკანის სამხრეთ ძირს „ომოტებანდაი“ ჰქვია, ხოლო ჩრდილოეთ ძირს „ურაბანდაი“.
იგი „იაპონიის 100 ყველაზე ცნობილი მთის“ სიაში შედის. 2007 წელს მთა შეირჩა იაპონიის ერთ-ერთ საუკეთესო გეოგრაფიულ ღირსშესანიშნაობად.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1
- Bandaisan (ინგლისური) — სტატია გლობალური ვულკანიზმის პროგრამიდან (შემოწმებულია 3 მარტის 2010)
- ↑ Rowthorn, Chris (2005). Japan. Lonely Planet. ISBN 1-74059-924-1.
- ↑ Climbing routes – Inawashiro Tourist Association