ბანგლადეშის ადმინისტრაციული დაყოფა

ბანგლადეშის ადმინისტრაციული დაყოფა

ბანგლადეშის ადმინისტრაციული ოლქები ე.წ. დივიზიონები
ბანგლადეშის დისტრიქტები (მუნიციპალიტეტები)
ოლქი ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი კმ² მოსახლეობა (2011 წ. აღწერით) სიმჭიდროვე (ად./კმ²)
1 ბარისალი ბარისალი 13 225,20 8 325 666 613
2 დაკა დაკა 20 593,74 36 054 418 1751
3 ხულნა ხულნა 22 284,22 15 687 759 699
4 მაიმანსინგჰი მაიმანსინგჰი 10 584,06 11 370 000 1074
5 რაჯშაჰი რაჯშაჰი 18 153,08 18 484 858 1007
6 რანგპური რანგპური 16 184,99 15 787 758 960
7 სილჰეტი სილჰეტი 12 635,22 9 910 219 779
8 ჩიტაგონგი ჩიტაგონგი 33 908,55 28 423 019 831
სულ 144 272 142 319 000 986,46

1971 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებისას ქვეყანა იყოფოდა 4 ადმინისტრაციულ ერთეულად ანუ დივიზიონად:

1993 წელს წარმოიქმნი ბარისალის ოლქი. ის გამოეყო ხულნას ოლქს.

1998 წელს ჩიტაგონგის ოლქს გამოეყო სილჰეტის ოლქი.

2010 წელს რაჯშაჰის მიწებისაგან შეიქმნა რანგპურის ოლქი.

2015 წელს დაკას ოლქის ნაწილზე აღმოცენდა მაიმანსინგჰის ოლქი.

2015 წელს, ასევე, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ გამოაცხადა მომავალში კიდევ ორი ოლქის შექმნის შესაძლებლობა — კომილა ჩიტაგონგის ჩრდილოეთ ნაწილისაგან და ფარიდპური დაკას ოლქის სამხრეთ ნაწილისაგან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება