ბალურანის ეროვნული პარკი

ბალურანი (ინდონ. Taman Nasional Baluran) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში, აღმოსავლეთ იავის პროვინციაში. კლიმატი შედარებით მშრალია. პარკი მოიცავს დაბლობის ტყეებს, სავანებს, მანგროს ტყეებსა და ბორცვებს, ასევე ბალურანის მთას (1 247 მ).

ბალურანის ეროვნული პარკი

Taman Nasional Baluran

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, კუნძული იავა
კოორდინატები 7°50′ ს. გ. 114°22′ ა. გ. / 7.833° ს. გ. 114.367° ა. გ. / -7.833; 114.367
ფართობი 25 000 ჰა
დაარსდა 1980
სტუმრობა 10 192[1] (2006)
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

ეროვნული პარკი მდებარეობს კუნძულ იავის უკიდურეს ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ბალისა და მადურის სიახლოვეს. ჩრდილოეთით ესაზღვრება მადურის სრუტე, აღმოსავლეთით — ბალის სრუტე, დასავლეთით — მდინარე ბაჯულმატი და სამხრეთით მდინარე კლოკორანი. პარკს დაახლოებით წრის ფორმა აქვს, რომლის ცენტრშიც ჩამქრალი ვულკანი ბალურანი მდებარეობს. ფართობი 25 000 ჰექტარია.[2] შედგება ხუთი ზონისაგან.[3]

პარკში ძირითადად წარმოდგენილია ტყისა და სავანის მცენარეულობა. სანაპირო შედგება უსწორმასწორო ნახევარკუნძულებისა და უბეებისგან. გამოირჩევა მარჯნის არეალები, ქვიშიანი პლაჟები და მიქცევა-მოქცევის არეალები.

ეროვნული პარკი 1980 წელს შეიქმნა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება