ბალტიის საერთაშორისო აკადემია

ბალტიის საერთაშორისო აკადემია (ლატვ. Baltijas Starptautiskā akadēmija; რუს. Балтийская международная академия) ― უდიდესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლატვიაში, სადაც სწავლება მეტწილად რუსულ ენაზე მიმდინარეობს. დაარსდა 1992 წელს, როგორც ბალტიის რუსული ინსტიტუტი (ლატვ. Baltijas Krievu institūts; რუს. Балтийский русский институт). ამჟამინდელი სახელი 2006 წელს ეწოდა. აკადემიის მთავარი კამპუსი რიგაში, ხოლო დანარჩენი კამპუსები დაუგავპილსში, ლიეპაიაში, იეკაბპლისში, ვენტსპილსში, სმილტენესა და ელგავაში მდებარეობს. აკადემიაში 4 500 სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 450 სტუდენტი 15 უცხოური სახელმწიფოდან.[1]

ბალტიის საერთაშორისო აკადემია
დაფუძნდა 1992
ტიპი აკადემიური საგანმანათლებლო დაწესებულება და უნივერსიტეტი
რექტორი Q86005607?
ქვეყანა ლატვია
ბალტიის საერთაშორისო აკადემია — ლატვია
ბალტიის საერთაშორისო აკადემია
http://bsa.edu.lv/

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Baltic International Academy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-16. ციტირების თარიღი: 2022-11-29.