ბალტიისპირელ-ფინელი ხალხები

(გადამისამართდა გვერდიდან ბალტიისპირელი-ფინელი ხალხები)

ბალტიისპირელ-ფინელი ხალხები[1]ბალტიისპირულ-ფინურ ენებზე მოლაპარაკე ხალხები, რომლებიც ერთიანდებიან ეთნო-კულტურულ თემებში. ცხოვრობენ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ფინეთსა და ესტონეთში. ბალტიისპირელი-ფინელი ხალხებს მიეკუთვნება: ფინელები, კარელიელები, ესტონელები და სხვ.

ბალტიისპირელ-ფინელი ხალხები

ბალტიისპირელ-ფინელი ხალხები
საერთო მოსახლეობა
7.6 მილიონი
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ფინეთის დროშაფინელები 6.5 მილიონი
ესტონეთის დროშაესტონელები 1.1 მილიონი
კარელიელები 100,000
ვეპსები 6,000
იჟორიელები 1,000
ლივები 400
ვოტები 100
ენები ფინური ენა
რელიგიები ქრისტიანობა

დღეისათვის დადგენილია რომ ბალტიისპირელ-ფინელი ხალხების სხვადასხვა შტოები ენათესავებიან ერთმანეთს, თუმცა მათი კავშირი სხვა ეთნოსებთან დადგენილი არ არის. ბალტიისპირელ-ფინელი ხალხების ეთნიკურ ისტორიას ახასიათებდა აქტიური კულტურული კავშირების არსებობა როგორც შიდა ეთნოსური, აგრეთვე ბალტიელებთან, გერმანელებთან და აღმოსავლეთ სლავებთან.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. ასევე იწოდებიან როგორც: დასავლეთ ფინელები, ბალტიელ-ფინელები და ბალტიისპირელი ფინელები
  2. Kalevi Wiik, Smoumalaisten juuret, 2004