ბალკანეთის კამპანია

ბალკანეთის კამპანია
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი
Bundesarchiv Bild 101I-166-0508-31, Kreta, Vormarsch deutscher Fallschirmjäger.jpg
გერმანელი პარაშუტისტები კრეტაზე
თარიღი 1940 წლის 28 ოქტომბერი — 1941 წლის 1 ივნისი
მდებარეობა საბერძნეთი, ალბანეთი, იუგოსლავია
შედეგი

ღერძის გამარჯვება

მხარეები
ღერძი:
Flag of Italy (1861–1946).svg იტალიის სამეფო

ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
(1941 წლის აპრილიდან)
უნგრეთის დროშა უნგრეთი
(1941 წლის აპრილიდან)

მოკავშირეები:
State Flag of Greece (1863-1924 and 1935-1973).svg საბერძნეთის სამეფო
იუგოსლავიის სამეფოს დროშა იუგოსლავიის სამეფო
(1941 წლის აპრილიდან)
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
მეთაურები
Flag of Italy (1861–1946).svg პიეტრო ბადოლიო
Flag of Italy (1861–1946).svg უბალდო სოდუ
Flag of Italy (1861–1946).svg უგო კავალერო
Flag of Italy (1861–1946).svg ვიტორია ამბროსიო
ნაცისტური გერმანიის დროშა ვილჰელმ ლისტი
ნაცისტური გერმანიის დროშა მაქსიმილიან ფონ ვაიხსი
ნაცისტური გერმანიის დროშა კურტ შტუდენტი
უნგრეთის დროშა ელმერ გორონდი-ნოვაკი
State Flag of Greece (1863-1924 and 1935-1973).svg იოანის მეტახასი
State Flag of Greece (1863-1924 and 1935-1973).svg ალექსანდრიოს პაპაგოსი
იუგოსლავიის სამეფოს დროშა დუსან სიმოვიჩი
იუგოსლავიის სამეფოს დროშა მილორად პეტროვიჩი
გაერთიანებული სამეფოს დროშა ჰენრი მეიტლანდ უილსონი
ახალი ზელანდიის დროშა ბერნარდ ფრეიბერგი
ძალები
Flag of Italy (1861–1946).svg 565 000 სამხედრო
ნაცისტური გერმანიის დროშა 680,000 სამხედრო
State Flag of Greece (1863-1924 and 1935-1973).svg 430 000 სამხედრო
იუგოსლავიის სამეფოს დროშა 850 000 სამხედრო
გაერთიანებული სამეფოს დროშა 62 612 სამხედრო
Commons-logo.svg ბალკანეთის კამპანია ვიკისაწყობში

ბალკანეთის კამპანიამეორე მსოფლიო ომის კამპანია, დაიწყო 1940 წლის 28 ოქტომბერს იტალიის სამეფოს საბერძნეთში შეჭრით. 1941 წლის დასაწყის თვებში იტალიის შეტევა შეჩერებული იყო და ბერძნულმა კონტრ-შეტევამ იტალიელები ალბანეთში დახია. გერმანიამ 1941 წლის აპრილში რუმინეთის და ბულგარეთის გავლით საბერძნეთში აღმოსავლეთიდან შეიჭრა, ბრიტანელებმა ბერძნებს დახმარება დესანტებით გაუწიეს. 27 მარტს იუგოსლავიაში ბრიტანეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალება მოხდა, რამაც ადოლფ ჰიტლერი აიძულა შეჭრილიყო იუგოსლავიაში.

გერმანელების და იტალიელების იუგოსლავიაში შეჭრა, 6 აპრილს, დაიწყო საერძნეთში ბრძოლების ხანახლებასთან ერთად, ღერძ ბერლინი-რომი-ტოკიოს შეუერთდა უნგრეთის სამეფო, 11 აპრილს. 17 აპრილს იუგოსლავიამ ზავს მოაწერა ხელი, 30 აპრილისთვის მთლიანი კონტინეტური საბერძნეთი გერმანული და იტალიური კონტროლის ქვეშ იყო. 20 მაისს გერმანელები კრეტაში ჰაერით შეიჭრნენ და 1 ივნისს კუნძულზე არსებული ყველა ბრიტანული და ბერძნული სამხედრო შენაერთი დანებდა. შეტევებში მონაწილეობის არ მიღების მიუხედავად, ბულგარეთმა საბერძნეთის და იუგოსლავიის ტერიტორიების ოკუპაცია მოადინა მეორე ბალკანური ომისთვის შურისძიების მიზნით.

წინაპერიოდირედაქტირება

პირველი მსოფლიო ომში ავსტრია-უნგრეთის და ოსმალეთის იმპერიების დაშლის შემდეგ ალბანეთი მფარველ სახელმწიფოდ იტალიის სამეფოს მიიჩნევდა.

1919 წლის პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებაში საბოლოოდ დამტკიცდა ალბანეთის დამოუკიდებლობა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ვუდრო უილსონი შეეწინააღმდეგა ალბანეთის დაშლას და მეზობლების მიერ განაწილებას.

1928 წელს ალბანეთი სამეფოდ გადაიქცა აჰმედ ზოგუს, ყოფილი პრემიერ მინისტრის და პრეზიდენტის მეტაურობით.

1939 წლის 7 აპრილს ალბანეთის ოკუპაცია მუსოლინის ჯარებმა მოახდინეს, ტახტიდან ჩამოაგდეს ზოგუ I და ალბანეთი იტალიის იმპერიაში მიიერთეს.

კამპანიარედაქტირება

იტალია-საბერძნეთის ომირედაქტირება

იტალიის მიერ საბერძნეთში შეჭრა გაგრძელდა 1940 წლის 28 ოქტომბრიდან 1941 წლის 30 აპრილამდე, იყო მეორე მსოფლიო ომის ნაწილი. იტალიელებმა ომი პატარა წარმატებებით დაიწყეს მაგრამ საბერძნეთის კონტრ-შეტევამ იტალიელები ალბანეზთში დააბრუნა, 1940-41 წლების ზამთარი იტალიელებმა მთლიანად ფრონტის სტაბილიზაციას მოახმარეს რის გამოც ალბანეთის მხოლოდ 2/3 დარჩათ. მარტში იტალიის თავდასხმებს მოჰყვა აპრილში ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური გერმანიის ჩარევა, რომელმაც საბერძნეთს აღმოსავლეთიდან წარმატებულად შეუტია, იუგოსლავიის წარმატებული დაპყრობის შემდეგ.

იუგოსლავიაში შეჭრარედაქტირება

იუგოსლავიაში შეჭრა (ასევე ცნობილი როგორც „ოპერაცია 25“), დაიწყო 1941 წლის 6 აპრილს დასრულდა იუგოსლავიის სამეფო არმიის უპირობო დანებებით 1941 წლის 17 აპრილს. ბერლინი-რომი-ტოკიოს-ღერძის წევრმა სახელმწიფოებმა (იტალიის სამეფო, ნაციტური გერმანია, უნგრეთის სამეფო) მოახდინეს იუგოსლავიაში შეჭრა, იუგოსლავიის დაშლა და იუგოსლავიის ზოგი ნაწილის ოკუპაცია. ღერძის ძალებმა ხორვატია, ბოსნია-ჰერცოგოვინია და სირმია გააერთიანეს „ხორვატიის დამოუიდებელ სახელმწიფოში“, გერმანიის მიერ ოკუპირებულ სერბეთის სამეფოსა და ბანატში ჩამოყალიბდა სერბეთის სამხედრო მმართველობის ტერიტორია რომელსაც მილან ნედიჩი ხელმძღვანელობდა და იყო გერმანიის მარიონეტი სახელმწიფო. მონტენეგრო დარჩა იტალიური ოკუპაციის ქვეშ და ბულგარეთმა მოახდინა თანამედოროვე ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიების ოკუპირება.

საბერძნეთის რძოლარედაქტირება

ჰიტლერმა საბერძნეთში შეჭრის დაგეგმვა დაიწყო 1940 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა კრეტას და ლემნოსის ოკუპირება, 1940 წლის 13 დეკემბერს ადოლფ ჰიტლერმა გასცა ბრძანება რომ საბერძნეთში შეჭრა (კოდური სახელი: „ოპერაცია მანტია“) მომხდარიყო 1941 წლის მარტში. შეჭრის მიზეზი იყო შეეჩერებინათ ბრიტანელები ისეთი საჰაერო ბაზების დაკავებისგან სადიდანაც რუმინეთის ნავთობმარაგებზე შეტევა იქნებოდა შესაძლებელი.[1] 1941 წლის 6 აპრილს გერმანიის ძალები შეიჭრნენ ჩრდილოეთ საბერძნეთში, გერმანელებმა გვერდი აუარეს ბერძნული მეტაქსასი ხაზის სიმაგრეებს და ბრიტანული წინააღმდეგობის მიუხედავად აიღეს ყველა ქალქი სამხრეთ საბერძნეთში. საბერძნეთში ბრძოლა დასრულდა გერმანული ძალების ათენში და პელოპონესიაში შესვლით. 40 000 მოკავშირეების სამხედროს ევაკუაცია მოხდა კრეტასკენ.

კრეტას ბრძოლარედაქტირება

კოდური სახელი: „ოპერაცია მერკური“, მსოფლიოს ისტორიაში ყველზე დიდი საჰაერო შეჭრა, დაიწყო 1941 წლის 20 მაისს, გერმანელი პარაშუტისტების გადმოსხმა მოხდა კუნძული კრეტას ჩრდილოეთ ნაწილში, საჰაერო ბაზების თავზე. მოკავშირეების და ადგილობრივი მოსახლეობების წინააღმდეგობის მიუხედავად კუნძული გერმანელებმა მაინც აიღეს, 27 მაისს ბრიტანეთის მთავრობამ კუნძულის ევაკუაციის ბრძანება გასცა. კუნძულზე დარჩენილი ძალები 1 ივნისს დანებდნენ. გერმანულ არმიას კრეტას ბრძოლის შემდეგ ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაციები მთელი ომის განმავლებაში აღარ გამოუყენებიათ.

შედეგირედაქტირება

1941 წლის 1 ივნისისთვის სრულიად ალბანეთი, იუგოსლავია და საბერძნეთი ღერძის ძალებს ეკავათ, საბერძნეთი მოექცა სამმაგი ოკუპაციის ქვეშ ხოლო იუგოსლავია დაშალეს და ასე მოახდინეს მისი ოკუპაცია. ნაცისტურმა გერმანიამ მიიღო მნიშვნელოვანი სტრატეგიული უპირატესობა და ხმელთაშუა ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი.

ბულგარული ოკუპაციებირედაქტირება

1941 წლის 6 აპრილს, ღერძში ოფიციალურად გაწევრიანების მიუხედავად, ბულგარეთის მთავრობამ არ მიიღო საბერძნეთში და იუგოსლავაში შეჭრებში მონაწილეობა. 20 აპრილს ბულგარეთის არმიამ მოახდინა დასავლეთი თრაკიას და აღმოსავლეთ მაკედონიას ოკუპაცია პირველ მსოფლიო ომამდე არსებული საზღვრების აღდენის და ეგეოსის ზღვაზე გასასვლის მიღების მიზნით.

წინააღმდეგობის მოძრაობებირედაქტირება

ომის დასასრულამდე იუგოსლავ, ალბანელ და ბერძენ ხალხთა წინააღმდეგობამ ღერძის ძალები აიძულა აქ მუდმივი გარნისონი ჩაეყენებინა ასი ათასობით ჯარისკაცის შემადგენლობით.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Hubatsch, Walther. Hitlers Weisungen fuer die Kriegfuehrung 1939-1945, Weisung Nr. 20, 2nd Edition, Bernard & Graefe Verlag, 1983