ბალადური ოპერა, კომიკური ოპერის ინგლისური სახესხვაობა. სახელწოდებას საფუძვლად დაედო ინგლისური, შოტლანდიური და ირლანდიური ხალხური ბალადა-სიმღერა, რომელიც შევიდა ბალადური ოპერაში მუსიკალური ნომრების სახით. ბალადური ოპერა ზოგჯერ სასახლის ოპერის პაროდიას წარმოადგენს. ბალადური ოპერაში მუსიკალურ ნომერს ენაცვლება დიალოგი, ასეთი ოპერის კლასიკური ნიმუშია „ღარიბების ოპერა“ (დაიდგა 1728 წელს ლონდონში, ტექსტი ჯონ გეის, მუსიკა კ. პეპუშის), რომლის დიდმა პოპულარობამ განაპირობა ბალადური ოპერის გავრცელება იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 2, გვ. 163, თბ., 1977