ბაიყუში, ჭაობის ბუ (ლათ. Asio flammeus) — ფრინველთა ბუსნაირთა (Strigiformes) რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 35-42 სმ. გვხვდება ევრაზიაში, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ აფრიკაში, მადაგასკარზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ მცირერიცხოვანია. ადგილობრივ პოპულაციას მიმოფრენის პერიოდში (გაზაფხული, შემოდგომა) უერთდებიან უფრო ჩრდილოეთით მობუდარი ინდივიდები. ბინადრობს ჭაობებში, ჭალებში, მდინარეთა ნაპირებზე და სხვა. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დედალი აპრილში დებს 3-5 (10-მდე) კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 1 თვემდე. იკვებება მღრღნელებითა და სხვა წვრილი ხერხემლიანებით, მწერებით. სასარგებლო ფრინველია.

ბაიყუში

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბუსნაირნი
ოჯახი:  ბუსებრნი
გვარი:  ყურებიანი ბუები
სახეობა:  ბაიყუში
ლათინური სახელი
Asio flammeus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22689531
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება