ბათილამა
ბათილამა, ბათილამის წიგნი (არაბ. - სპარს. ბათილნამე - გაუქმების წიგნი, ხელწერილი), ვალდებულების რაიმე გზით განაღდების საბუთი. კრედიტორი ან ცალკე, საგანგებო ხელწერილად გასცემდა ბათილამას, ან ვალდებულების საბუთსვე წააწერდა. ტერმინი ფართოდ იყო გავრცელებული XVIII საუკუნის საქართველოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფურცელაძე დ., ქსე, ტ. 2, გვ. 147, თბ., 1977