ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში
„ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“ — ზურაბ ლეჟავას, თანამედროვე ქართველი მწერლის წიგნი. გამოიცა 2010 წელს. აერთიანებს სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ მოთხობებსა და ერთ მცირე რომანს.
წიგნი მოგვითხრობს სხვადასხვა ტიპის ადამიანებზე — პერსონაჟზე, რომელიც ქანდაკების საჯაროდ გაუპატიურებისთვის მოიხდის სასჯელს და მერე, ციხიდან გამოსული, მოწმე გახდება ძეგლების უჩვეულო პროტესტისა; პერსონაჟზე, რომელიც მაცივარს გაიღებს სექსისა წილ; პერსონაჟზე, რომელიც მერლინ მონროს ტრუსიკისათვის თავის საფრთხეში ჩაგდებასაც არ მოერიდება და სწორედ ამ ტრუსიკით შეაკავებს საქართველოში შემოსულ რუსულ არმიას.