ბავრის ტაძარი — ეკლესია საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრაში. ტაძარი დარბაზული ტიპისაა, დათარიღებულია X საუკუნით. ნაგებია მონაცისფრო და მოწითალო ფერის ანდეზიტური ტუფის კარგად დამუშავებული კვადრატებით[1]. მიშენებული აქვს სამხრეთის კარიბჭე. აღმოსავლეთის ფასადზე გამოსახული ბარელიეფი (დანიელი ლომთა ხაროში) და მის ქვეშ ასომთავრული წარწერაა „ქრისტე ადიდე სოფრონ“. ასომთავრული წარწერა დასავლეთის ფასადზეცაა: „სახელითა ღმრთისაჲთა აეგო ესე ეკლესია წმიდაჲ სოფრონს ქონქოლს“. ამრიგად, წარწერაში ძეგლის მშენებლებად მოხსენიებულია სოფრონ ქონქოლას ძე[2]. ეკლესიის ეზოში დაცულია რამდენიმე ძველი საფლავის ქვა.

ბავრა
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკური ეკლესია
თარიღდება X საუკუნე
დეტალები

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[3]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, I, გვ. 107, თბ., 1964;
  • ცისკარიშვილი ვ., ბავრას წარწერები, ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, გვ. 121-122, თბ., 1959;
  • ჭიჭინაძე ზ., სამცხე-საათაბაგო, გვ. 68-69, ტფ., 1905.

სქოლიო რედაქტირება

  1. ხარაძე კ., სოფელი ბავრა, ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, გვ. 48, თბ., 2003.
  2. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 125 თბილისი, 2007.
  3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ