ბადრი ჯანიაშვილი (დ. 23 იანვარი (ან 20 ნოემბერი[1]), 1972 (ან 1971[2]), სოფ. ზემო ჩოჩეთი, კასპის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სპორტსმენი (სამბო). 1998 წელს დაამთავრა შსს აკადემია. იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992) და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1993). ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის (1995) და ბრინჯაოს (2003) მედლის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1996). მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1997). ღირსების მედლის მფლობელი (1997).

ძირითადი შედეგები რედაქტირება

წელი ტურნირი მასპინძელი წონითი
კატეგორია
ადგილი
1996 ევროპის ჩემპიონატი არანჯელოვეცი, იუგოსლავია -62 კგ  
1996 მსოფლიო ჩემპიონატი ტოკიო, იაპონია -57 კგ  
1997 მსოფლიო ჩემპიონატი თბილისი, საქართველო -57 კგ  
2002 მსოფლიო ჩემპიონატი პანამა -68 კგ  
2003 ევროპის ჩემპიონატი ალბენა, ბულგარეთი -68 კგ  

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 431, თბ., 1998–1999;
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 294, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება