კონსტანტინე მუხრანბატონი (სამხედრო)

(გადამისამართდა გვერდიდან ბაგრატიონი-მუხრანსკი, კონსტანტინე)

კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონი (დ. 24 დეკემბერი, 1838 ― გ. 2 მაისი, 1903) — ქართველი მემამულე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, საზოგადო მოღვაწე.

მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853-1856), აგრეთვე ბრძოლებში დაღესტნის დასამორჩილებლად. რუსეთ-თურქეთის 1877-1878 ომში მეთაურობდა პოლკს. ომის შემდეგ სამხედრო სამსახურს თავი დაანება და ხელი მოჰკიდა მეურნეობას, რომელიც კაპიტალისტური გზით ვითარდებოდა. რამდენიმეჯერ იყო არჩეული თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად (მარშალი). 1895 წელს იმპერატორმა უბოძა სამეფო სახლის ეგერმაისტერობა და რამდენიმე ხანს პეტერბურგში ცხოვრობდა. მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ ეროვნულ დაწესებულებებს, ჰყავდა ბევრი სტიპენდიატი გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებში. დიდი თანხა გაიღო ქართული გიმნაზიის შენობის (შემდგომში უნივერსიტეტი) ასაგებად.

ლიტერატურარედაქტირება

  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
  • ბენდიანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 231, თბ., 1984 წელი.
  • "მუხრანბატონთა გენეალოგიური ტაბულა" (იური ჩიქოვანი, სოსო ბიჭიკაშვილი, დავით ნინიძე) - კრებული "არტანუჯი" N 5 - 1996 წ. - გვ.28-36