დავით ბაგრატიონ-მუხრანელი

(გადამისამართდა გვერდიდან ბაგრატიონი-მუხრანსკი, დავით)

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 24 ივნისი, 1976, მადრიდი, ესპანეთი[1]) — საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი
საქართველოს სამეფო სახლის მეთაური
მმართ. დასაწყისი: 16 იანვარი, 2008
მმართ. დასასრული: მოქმედი
წინამორბედი: ხორხე ბაგრატიონ-მუხრანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 ივნისი, 1976
დაბ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
დინასტია: ბაგრატიონები
რელიგია: ქრისტიანობა

2009 წლის 8 თებერვალს დავით მუხრანბატონმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს[2].

2019 წლის 4 აპრილს დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ძალადობის ბრალდებით სასამართლოში უჩივლა.

ადრეული წლებირედაქტირება

დავითი არის გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელის და მარია დე ლას მერსედესი-ის მეორე ვაჟი. დავითს ჰყავს უფროსი და მარია ანტუანეტა,უფროსი ძმა ირაკლი და ერთი უმცროსი ნახევარ ძმა, გურამი (უგო). დავითი თბილისში დასახლდა 2003 წელს, ხოლო 2004 წელს გააფორმა ორმხრივი მოქალაქეობა საქართველოსთან.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება