მთავარი მენიუს გახსნა

ეკატერინე ბაბლიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ბაბლიძე, ეკატერინე)

ეკატერინე ილიას ასული ბაბლიძე (დ. 11 აპრილი [ ძვ. სტ. 29 მარტი], 1916, თბილისი ― გ. 9 თებერვალი, 1989, იქვე) — ქართველი მხატვარ-კერამიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1961).

ბიოგრაფიარედაქტირება

1942 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ დავით ციციშვილი, ზაქარია მაისურაძე, სერგო ქობულაძე. იქვე ეწეოდა მოღვაწეობას 1945-იდან, ამავე წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. ბაბლიძის შემოქმედებას ახასიათებს ხალხური დეკორატიულ ხელოვნებაში ღრმად წვდომის უნარი, ფაქიზი ორნამენტი, ფორმათა მხატვრული სისადავე. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: დეკორატიული დისკო (1959), ქანდაკება „ჩხიკვთა ქორწილი“ (1960), ლარნაკი (1969), თეფში (1971, 1974, ყველა თიხა) და სხვა.

ლიტერატურარედაქტირება