ბაბკენ ნერსესიანი

ბაბკენ პოღოსის ძე ნერსესიანი (დ. 18 ივლისი [ ძვ. სტ. 5 ივლისი], 1917, თბილისი — გ. 14 თებერვალი, 1986) — სომეხი მსახიობი. საქართველოს (1953) და სომხეთის (1961) სახალხო არტისტი. სსრკ სახალხო არტისტი (1972).

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1933 წლიდან თბილისში. 1944–1955 წლებში იყო თბილისის სომხური დრამატული თეატრის მსახიობი, 1956 წლიდან ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის სომხური დრამის თეატრშია. წარმატებით ასრულებს სახასიათო, კომიკურ და ტრაგიკულ როლებს: პეპო (სუნდუკიანის „პეპო“), გევორქი (ბორიანის „ერთ ჭერქვეშ“) და სხვა. შექმნა ლენინის სცენური სახე (დარიანის „რესპუბლიკის თავმჯდომარე“), შ. რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლში „პეპო“ ქართულ ენაზე შეასრულა პეპოს როლი. 1957 წლიდან მოღვაწეობს კინოში. იყო მხატვრული კითხვის ოსტატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება