ახ, მეზურნევ“ — ქართული ხალხური სიმღერა, ქალაქური მუსიკის ფოლკლორის თავისებური ნიმუში. მუსიკალური ენის მხრივ უახლოვდება ქალაქური სიმღერის დასავლურ შტოს, სიტყვიერ ტექსტში კი ლაპარაკია მეზურნეზე — ქალაქური სიმღერის აღმოსავკლური შტოს ტიპურ წარმომადგენელზე. ცნობილია სიმღერის ორი ვარიანტი: ერთი ჩაწერა ო. ჩიჯავაძემ (ტექსტი ი. კერესელიძისა). სიმღერა მეტად პოპულარული იყო რევოლუციამდელ ქართველ ახალგაზრდებს შორის. მეორე ჩაიწერა დიმიტრი არაყიშვილმა XX საუკუნის დასაწყისში (კრებული „ერთხმიანი და გუნდური ქალაქური სიმღერა“, 1946, რუსულ ენაზე). სიმღერას საფუძვლად უდევს ქუჩური სახუმარო ტექსტი, თუმცა ჩანს მეფის რუსეთის საწინააღმდეგო განწყობილებაც („ნიკო, ნიკო, რაზბონიკო“ — იგულისხმება მეფე ნიკოლოზ II).

ლიტერატურა რედაქტირება

  • ციციშვილი ნ., ქე „საქართველო“, ტ. 1, გვ. 300, თბ., 1997