ახმეტელის თეატრი (თბილისის მეტრო)

თბილისის მეტროსადგური
(გადამისამართდა გვერდიდან ახმეტელის თეატრი (მეტროსადგური))

„ახმეტელის თეატრი“ (ყოფილი სახელწოდება „გლდანი“) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ბოლო გაჩერება. ხაზის შემდეგი სადგურია სარაჯიშვილი. მდებარეობს გლდანის დასახლებაში. გაიხსნა 1989 წლის 7 იანვარს. მისი პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები გ. რაზმაძე, ს. ჩოლოყაშვილი და გ. მოძმანიშვილი.[2] სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან აქვს.

„ახმეტელის თეატრი“

პირველი ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი
ამოსასვლელი 41°47′30″N 44°48′56″E / 41.79161831618437° ჩ. გ. 44.815472671751245° ა. გ. / 41.79161831618437; 44.815472671751245
რაიონი გლდანის რაიონი
გახსნის თარიღი 7 იანვარი, 1989; 35 წლის წინ (1989-01-07)
წინა სახელები „გლდანი“
ტიპი მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის კოლონური
ბაქნების რაოდენობა 1
ბაქნის ტიპი კუნძულოვანი
ბაქნის სიგრძე 102
არქიტექტორ(ებ)ი გ. რაზმაძე
ს. ჩოლოყაშვილი
გ. მოძმანიშვილი
მშენებელი კომპანია „თბილმეტრომშენი“[1]
ქალაქში გასასვლელი ომარ ხიზანიშვილის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი 06:00—00:00
„ახმეტელის თეატრი“ ვიკისაწყობში

სადგური, რომელიც მარმარილოთი და გრანიტითაა მოპირკეთებული, 2007 წელს განახლდა. 14 დეკემბერს დასრულებული სამუშაოების დროს, ცვლილება შეეხო, როგორც შესასვლელის, ისე დახრილი გვირაბისა და მოსაცდელი ვესტიბულის დიზაინს; დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის მონიტორები, სარეკლამო ბილბორდები და განახლდა განათების სისტემა.

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.
  2. მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.