ახალშენი (წალკის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალშენი.

ახალშენი (2010 წლის 20 ნოემბრამდე„კიარიაკი“[2]) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის წალკის მუნიციპალიტეტში[3]. მდებარეობს წალკის ქვაბულში, წალკის წყალსაცავის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 1640 მ სიმაღლეზე. წალკიდან დაშორებულია 11 კილომეტრით. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 152 ადამიანი.[4]

სოფელი
ახალშენი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
თემი ბეშთაშენი
კოორდინატები 41°39′52″ ჩ. გ. 44°04′32″ ა. გ. / 41.66444° ჩ. გ. 44.07556° ა. გ. / 41.66444; 44.07556
ადრეული სახელები ქარიაქი
ცენტრის სიმაღლე 1640
მოსახლეობა 439[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ახალშენი (წალკის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ახალშენი (წალკის მუნიციპალიტეტი)
ახალშენი (წალკის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
ახალშენი (წალკის მუნიციპალიტეტი)
ახალშენი (წალკის მუნიციპალიტეტი) — წალკის მუნიციპალიტეტი
ახალშენი (წალკის მუნიციპალიტეტი)

სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმინდა გიორგის ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები). მცირე ზომის ლამაზი ეკლესია ნაგებია სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთი და სამხრეთი სარკმლების სათაურები უხვადაა მოჩუქურთმებული. საკურთხეველში 3 ნიშია. იატაკი და სახურავი ქვისაა. მოხატულობა ახალია.

სოფლის შუაში დგას სამლოცველო, რომელიც აგებულია ძველი ქართული ეკლესიის ადგილზე. ახალშენში არის აგრეთვე 1869 წელს აშენებული ახალი ეკლესია და სამრეკლო (1874). ყველა ამ შენობაში გამოყენებულია ძველი ნაგებობის ქვები.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 439 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2014[1] 439 216 223

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოოს პრეზიდენტის ბრძანებულება N947, 2010 წლის 20 ნოემბერი
  3. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  4. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2013-09-08.