ახალსოფლის მენჰირი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ახალსოფლის მენჰირი — არქიტექტურული ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელისკენ მიმავალი გზის ნაპირას.

მონოლითი შორიდანვე შესამჩნევია. იგი ძვ. წ. III-I ათასწლეულებით თარიღდება და დაუმუშავებელი ქვის ვერტიკალურად დასმულ ლოდს წარმოადგენს. მენჰირი მეგალითური ნაგებობის ყველაზე მარტივი ფორმაა და მათ საკულტო დანიშნულება ჰქონდათ. საქართველოში გამოვლენილი მენჰირები ნაყოფიერებისა და თევზის კულტებს უკავშირდება. ზოგიერთი მსგავსი ქვასვეტი დამუშავებულია, ასევე გვხვდება მენჰირები რელიეფური გამოსახულებებით.

ახალსოფლის მენჰირი ბუნებრივი ფორმის ქვა-სვეტია. ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიებზე გვხვდება მეგალითური კომპლექსები, მაგ.: გოხნარის ლოდოვანი და ბედენის ლოდოვანი, ეს ადგილები ბრინჯაოს ხანაში აქტიურად ყოფილა ათვისებული. სოფელში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის ეკლესიები, ახალსოფლის წმ. გიორგის ეკლესია გამოირჩევა საინტერესო რელიეფებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება