ახალი ზელანდიის ფილა
ახალი ზელანდიის ფილა — ვრცელი, წყალქვეშა ფილა წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ახალი ზელანდიის სამხრეთით. წარმოქმნილია გონდვანის გახლეჩვის შედეგად და მიეკუთვნება ზელანდიის დიდ, ჩაძირულ კონტინენტს. მასზე განლაგებულია ბაუნტის, ანტიპოდისა და ოკლენდის კუნძულები, ასევე კუნძული კემპბელი.