აჩეს ხალხი — ტრადიციული მონადირე-შემგროვებელი ტომი, რომელიც აღმოსავლეთ პარაგვაის სუბტროპიკულ ტყეებში სახლობს. XX საუკუნის 70-იან წლებში ისინი რეზერვაციებში გადაასახლეს.

აჩეს ხალხი
Aché
საერთო მოსახლეობა
1 500[1]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები ესპანური, აჩე
რელიგიები ტრადიციული ტომობრივი რწმენები

ადრეული იეზუიტური მისიები აჩეს ხალხს მონადირე-შემგროვებლებად აღწერენ, რომლებიც პატარა ჯგუფებად ტყეებში სახლობდნენ და სწორედ მისი რესურსებით არსებობდნენ.[2] ისინი კონტაქტზე არ გამოდიოდნენ. XX საუკუნეში აჩეს ოთხი განსხვავებული ეთნოლინგვისტური ჯგუფი მშვიდობიან კონტაქტზე გამოვიდა.

აჩეები პარაგვაელი კოლონისტებისაგან, რანჩოებისა და მსხვილი მიწათმფლობელებისგან XX საუკუნეში შევიწროვებას განიცდიდნენ.

1970-იან წლებში აჩეს ერთ-ერთი ჯგუფი ქალაქ მბარაკაუს რეგიონიდან იძულებით გადაასახლეს, მაგრამ 2000 წელს მათ წინაპართა მიწაზე დაბრუნება დაიწყეს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Aché." Ethnologue. Retrieved 20 Dec 2011.
  2. Hill, Hurtado, and de Gruyer