აშშ-ის ჯანდაცვის სააგენტოები

აშშ-ს ძირითადი ჯანდაცვის სააგენტოა PHS (Public Health Service) — ჯანდაცვის და ადამიანთა უფლებების დეპარტამენტის ნაწილი. PHS შეიქმნა კონგრესის აქტით, 1798 წლის 16 ივლისს, რათა შეექმნათ ამერიკელი მეზღვაურებისთვის კარგი პირობები. ამის შემდეგ მისი ფუნქციები ძალიან შეიცვალა. PHS-ს მართავს ჯანდაცვის მდივანი და აშშ-ის მთავარი სამხედრო ქირურგი.

PHS-ი აქვს რამდენიმე დანაყოფი - ალკოჰოლის, ნარკომანიის და გონებრივი დაქვეითების ადმინისტრაცია (ADAMHA), ეპიდემიური დაავადების კონტროლის კომისია, საჭმლის და ნარკოტიკების ადმინისტრაცია, ჯაბნრთელობის რესურსების და სერვისების ადმინისტრაცია და ნაციონალური ჯანმრთელობის ინსტიტუტი. PHS-ის ძირითადი ცენტრებია სამედიცინო სტატისტიკის ცენტრი და ჯანმრთელობის სერვისების კვლევისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ცენტრი.

ADAMHA-ს ფუნქცია არის შეიმუშავოს ეფექტიური სტრატეგია ალკოჰოლიზმთან, ნარკომანიასთან და გონებრივ დაქვეითებასთან საბრძოლველად. მისი კომპონენტებია ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის ინსტიტუტი და გონებრივი დაქვეითების ინსტიტუტი.

ეპიდემიური კონტროლის ცენტრი მდებარეობს ატლანტაში, ჯორჯია. PHS-ის ამ განშტოებას გააჩნია 9 ქვედივიზია: ეპიდემიური პროგრამის ოფისი, საერთაშორისო ჯანმრთელობის ოფისი, სალაბორატორიო ოფისი, პრევენციური ცენტრი, ჯანმრთელობის განვითარების ოფისი, ჯანმრთელობის სასწავლი ცენტრი, პროფესიული ჯანმრთელობის ცენტრი და ინფექციური დაავადებების ცენტრი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება